სახეობების გადარჩენა

კონსერვაციის პრიორიტეტები

რატომ სახეობები?

სახეობები ბიომრავალფეროვნების ყველაზე შესამჩნევი ელემენტია და უმნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ეკოლოგიისთვის. სახოებათა კონსერვაცია საჭიროა მათი გენეტიკური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, რაც მათი გადარჩენისა და გარემოს ცვლილებების მიმართ მდგრადობის გასაზრდელად აუცილებელია.

ჩვენი მიზანი

საბუკოს მიზანია ფრინველების სახეობათა მრავალფეროვნების კონსერვაცია საქართველოში, რითიც თავისი წვლილი შეაქვს Birdlife International-ის გლობალური სტრატეგიის მიზნების შესრულებაში.

რას ვცვლით?

ბექობის არწივის კონსერვაცია, ბათუმის სამიგრაციო დერეფნის დაცვა, კონსერვაციული საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილობა და სახეობათა გავრცელების შესახებ სამეცნიერო მონაცემების შეგროვება ჩვენი საქმიანობის მნიშნელოვანი ნაწილია.

საბუკო მიზნად ისახავს სამეცნიერო მტკიცებულებების შემუშავებას ქვეყანაში ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დასაცავად, სახეობათა გავრცელებაზე სხვადასხვა საქმიანობის გავლენების უკეთ წარმოსაჩენად და სამთავრობო პოლიტიკის ამ ცოდნის შესაბამისად დასაგეგმად.

ჩვენი მონაცემები აერთიანებს ინფორმაციას პოპულაციის რიცხოვნობის, ფრინველთა, ძუძუმწოვართა და ამფიბიათა გავრცელების შესახებ საქართველოში.

ასევე, ვცდილობთ ჩვენი საქმიანობის შედეგები საზოგადოებამდე მათთვის საინტერესო ფორმებით მივიტანოთ და მეტი ადამიანი წავახალისოთ ბუნების კონსერვაციაში წვლილის შესატანად.

11-01

ფრინველების კონსერვაცია

შერჩეული სახეობების კონსერვაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება

2-01

ფრინველთა მონიტორინგის სქემები

ფართოდ გაცრცელებული ფრინველების მონიტორინგის სქემის შექმნა

33-01

ფრინველების არალეგალური მკვლელობების შეჩერება

არალეგალური ნადირობის შემცირება აჭარის რეგიონში

4-01

სამეცნიერო ცოდნის გაუმჯობესება

მობუდარ ფრინველთა ეროვნული ატლასის შექმნა

პროგრამები

Learn more about our work

შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი

პროექტი 'შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი" მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზის ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების საერთო...

საქართველოში ფასკუნჯის პოპულაციის შენარჩუნება

საქართველოში კვერნაკის ქედი ფასკუნჯისთვის მნიშნელოვან საბუდარ ადგილს წარმოადგენს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამ ადგილს "ზურმუხტის ქსელის" და ფრინველთათვის განსაკუთრებული...

ბექობის არწივის კონსერვაცია საქართველოში

https://youtu.be/3HnqaDoSA_0 ბექობის არწივი საერთაშორისო წითელ ნუსხაშიც მოწყვლად სახეობადაა მონიშნული, რომლის პოპულაცია გლობალურად მცირდება. 2015 წლიდან საბუკო ბექობის არწივის სტატუსის გასაუმჯობესებლად...

სამიგრაციო დერეფნის კონსერვაცია

პროგრამის მიზანი ბათუმის სამიგრაციო დერეფნის ტერიტორიაზე ფრინველებზე უკანონო რაოდენობის მნიშნელოვნად შემცირებაა. ამისთვის, სისტემატურად ვატარებთ მონიტორინგს და საველე კვლევებს აღნიშნული ტერიტორიის...

ანგარიშები

სტატიები

საით მიფრინავენ არწივები?

ფრინველებთა მიგრაცია ნამდვილად ბუნებრივი საოცრებაა. ეს მათი სეზონური მოძრაობაა, რა დროსაც ისინი ფარავენ ასობით და ათასობით კილომეტრს იმისთვის, რომ იპოვონ...

საბუკო ბათუმის ფრინველების ფესტივალზე

ბათუმის ყოველწლიურ ფრინველთა ფესტივალში საბუკო წელსაც აქტიურად იყო ჩართული. ფესტივალი რამდენიმე ძირითად აქტივობას მოიცავდა, მათ შორის: სხვადასხვა ლოკაციიდან ფრინველთა მიგრაციაზე...