ვინ ვართ?

ჩვენ ვართ BirdLife International-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის, ადგილობრივი პარტნიორი.
საბუკოს მისიაა ბიომრავალფეროვნების დაცვა და კონსერვაცია, საზოგადოებაში ბუნების დაფასებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა.

ბიომრავალფეროვნების კვლევა და კონსერვაცია

ეკოლოგიური მდგრადობის გაძლიერება

გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება

საბუკოს საქმიანობას ხუთი გუნდი მართავს

კონსერვაცია

კონსერვაციის პროგრამა პასუხისმგებელია სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციის სტრატეგიების შემუშავებაზე, პროექტების დაგეგმვაზე, მომზადებასა და განხორციელებაზე. პროგრამა უფლებამოსილია განახორციელოს სხვა თემატური პროგრამების პროექტებში სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციასთან დაკავშირებული ქმედებები.

გარემოსდაცვითი კანონმდებლობა

პროგრამა პასუხისმგებელია ისეთი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, რომელთა მიზანია ადვოკატირება ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და გარემოსდაცვითი სამართლიანობისათვის; გარემოსდაცვითი კანონმდებლობის პროგრამის მოვალეობებში შედის სახეობების, ჰაბიტატებისა და ლანდშაფტებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების მონიტორინგი, მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის და/ან შერბილების მიზნით.

ბუნებრივი რესურსები

ბუნებრივი რესურსების პროგრამა პასუხისმგებელია ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების აღდგენის სტრატეგიების შემუშავებაზე, პროექტების დაგეგმვაზე, მომზადებასა და განხორციელებაზე. პროგრამა უფლებამოსილია განახორციელოს სხვა თემატური პროგრამების პროექტებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების აღდგენის ქმედებები.

გარემოსდაცვითი განათლება

გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა პასუხისმგებელია გარემოსდაცვით განათლებასა და ცნობიერების ამაღლებასთან, საზოგადოებაში ბუნების დაფასების ხელშეწყობასთან დაკავშირებული სტრატეგიების შემუშავებაზე, პროექტების დაგეგმვაზე, მომზადებასა და განხორციელებაზე. პროგრამა უფლებამოსილია განახორციელოს სხვა თემატური პროგრამების პროექტებში გარემოსდაცვით განათლებასა და ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული ქმედებები.

კომუნიკაცია

კომუნიკაციის პროგრამა პასუხისმგებელია საბუკოს კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე, ორგანიზაციის საწევრო პროგრამისა და კამპანიების გაძღოლაზე, ორგანიზაციის სოციალური მედიის მართვაზე, სხვა თემატური პროგრამების პროექტებში საკომუნიკაციო მასალების (მათ შორის პუბლიკაციების, ორგანიზაციის ვიზუალური მასალების) მომზადებაზე.

ტურები კონსერვაციისთვის კავკასიაში

ბათუმი ბირდინგი

ჩვენი შეთავაზება

ფრინველებზე დაკვირვების ტურები კავკასიაში, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ჩათვლით

ბიზნესი ბუნებისთვის

ეს მოდელი აძლიერებს ადგლობრივ ეკოტურისტულ ოპერატორებს და წარმოადგენს ფონდების მოძიების მექანიზმს BirdLife-ის პარტნიორებისთვის

რატომ ჩვენ?

With over a decade of experience in the region and an international team, we are in a unique position to guarantee you a most rewarding birding holiday.

In Batumi

რეგიონში მუშაობის ათწლიანი გამოცდილებით და საერთაშორისო გუნდით ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ყველაზე ნაყოფიერ და საინტერესო გამოცდილებას