საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის

საბუკოს მისიაა ბიომრავალფეროვნების დაცვა და კონსერვაცია, საზოგადოებაში ბუნების დაფასებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა

გაიგე მეტი შემოგვიერთდი საბუკო

სახეობების დაცვა

ფრინველების კონსერვაცია, მათი მონიტორინგის სქემების შექმნა, ფრინველების არალეგალური მკვლელობების შეჩერება და სამეცნიერო ცოდნის გაუმჯობესება ჩვენი მთავარი ამოცანებია.

გაიგე მეტი შემოგვიერთდი

ლანდშაფტის აღდგენა

ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ბიომრავალფეროვნებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 2019 წლიდან მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის 4 წლიან პროექტს ვახორციელებთ.

გაიგე მეტი შემოგვიერთდი

საზოგადოების გაძლიერება

ადგილობრივი თემების და საზოგადოების გაძლიერება, მათთვის გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება სასიკეთოა როგორც საზოგადოების, ისე ბიომრავალფეროვნებისთვის.

გაიგე მეტი შემოგვიერთდი

ცნობიერების გაზრდა

ჩვენ სისტემატურად ვაწყობთ საფეხმავლო ტურებს, ღონისძიებებსა და კამპანიებს, ვამზადებთ საგანმანათლებლო მასალებს, ვხვდებით სკოლებსა და ეკო-კლუბებს, ვზრუნავთ როგორც ზრდასრულთა, ისე პატარების ცნობიერების ასამაღლებლად.

გაიგე მეტი შემოგვიერთდი
ჩვენი პრიორიტეტები

სახეობების
დაცვა

ლანდშაფტის
აღდგენა

საზოგადოების
გაძლიერება

გარემოსდაცვითი
განათლება

Screenshot-2025-04-11-at-16.48.50-730x1024

რას
ვცვლით?

საბუკოს დოკუმენტებსა და ანგარიშებში იპოვით ორგანიზაციის ყველა მნიშნელოვან მოვლენასა და მიღწევას სახეობების დაცვის, ჰაბიტატების აღდგენის, ადგილობრივთა გაძლიერებისა და ცნობიერების გაზრდის მიმართულებით.

საინტერესო ამბები ველიდან

ჩვენი სტატიებიდან შეიტყობთ, როგორ ვმუშაობთ ველზე, რომელ სახეობებს აფიქსირებენ ჩვენი ფოტომახეები, რა მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს პროექტებში და რას მივაღწიეთ ბოლო ხანებში

test
კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის

წლების განმავლობაში კლიმატის ცვლილებისა თუ ბუნებრივი რესურსების არამდგრადი მოხმარების გამო, ველური სახეობებისთვის სულ უფრო ვიწროვდებოდა საარსებო გარემო, მაშინ როცა ტერიტორიაზე ლეოპარდიც კი გხვდებოდა. ამრიგად, პროექტის მთავარ მიზანს სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვა წარმოადგენს, ერთიანი ეკოლოგიური ქსელის ფარგლებში, სადაც ველური ბუნება და ადამიანების საქმიანობა ჰარმონიულად გააგრძელებს თანაცხოვრებას.

ფრინველთა დარგოლვის ბანაკი
ფრინველების დარგოლვა არის პროცესი, როდესაც გამოცდილი ფრინველების მრგოლავები, შესაბამისი, რელევანტური სტრუქტურებისგან მიღებული უფლების საფუძველზე, ფრინველებს ფეხზე უმაგრებენ სპეციალურ ნიშანს (მეტალის რგოლს, პლასმასის ფერად რგოლებს), რათა შეისწავლონ მათი სიცოცხლის ციკლი (სიცოცხლისუნარიანობა, სიკვდილიანობა, ასაკი – ბუდობისა და მათი ბუნებაში გადარჩენადობის ხარისხი), ქცევა, პოპულაციები და მიგრაცია.
DSC_0191-min

ბათუმის სამიგრაციო დერეფნის კონსერვაცია

ჩვენი მიზანი ბათუმის სამიგრაციო დერეფანში ფრინველებზე უკანონონადირობის შემცირებაა. ამისთვის, სისტემატურად ვატარებთ მონიტორინგს აჭარის რამდენიმე სოფელსა  და ჭოროხის დელტაზე.  ვცდილობთ ადგილობრივი მოსახლეობის, მონადირეების, ბაზიერების ჩართვას კონსერვაცულ საქმიანობაში და ვმუშაობთ ადამიანთა ცნობიერების ამაღლებისთვის.

ბექობის არწივის კონსერვაცია საქართველოში

ბექობის არწივის სტატუსის გასაუმჯობესებლად კონსერვაციულ საქმიანობას 2015 წლიდან ვეწევით.

ინდივიდებისთვის გადამცემების დამაგრება, ბუდეების პოვნა და ფოტოხაფანგების დამონტაჟება, მათზე დაკვირვება და შესწავლა საბუკოს კონსერვაციული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბექობის არწივი მოწყვლადი სახეობაა, რომლის პოპულაცია გლობალურად მცირდება

DSCF9966
ცნობიერების ამაღლება

ქალაქის ფრინველებზე
დაკვირვება

Საგანმანათლებლო
ღონისძიებები

Საგანმანათლებლო
მასალები

საბუკოს სიახლეები

საბუკოს შესახებ
საბუკო (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის) Birdlife International-ის პარტნიორი ორგანიზაციაა საქართველოში. ჩვენი მისიაა ბიომრავალფეროვნების დაცვა და კონსერვაცია, საზოგადოებაში ბუნების დაფასებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა.
მისამართი

ვ. სარაჯიშვილის ქ. 3ა, თბილისი.

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

საკონტაქტო ინფორმაცია

(0322) 90 74 93

ელ-ფოსტის მისამართი
სიახლეების გამოწერა
შემოგვიერთდი სოც-ქსელში