ჰაბიტატების აღდგენა

მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტი

“მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტი“ 2019 წლის 1 იანვრიდან Cambridge Conservation Initiative-ის მხარდაჭერით ლანდშაფტის აღდგენის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში საბუკოს, Birdlife International-ისა და დაცული ტერიტორიების თანამშრომლობით ხორციელდება.

აქვეა ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ჭაჭუნას დაცული ტერიტორიაც, რომელიც დაურეგულირებელმა ძოვებამ დეგრადაციის მწვავე პრობლემის წინაშე დააყენა.

პროექტი მიზნად ისახავს მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის ხელშეწყობასა და კონსერვაციას, როტაციული (მონაცვლეობითი) ძოვების დანერგვას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

ჭა და რვა დასარწყულებელი ჭაჭუნაში

საბუკომ ჭაჭუნას აღკვეთილში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე 8 დასაწყულებელი ობიექტი და ჭა გააკეთა, რომელიც ათასობით ცხვრისთვის წყალს ადვილად ხელმისაწვდომს გახდის.

მანამდე, მწყემსებს ცხვრის დასარწყულებლად ფარის კილომეტრებზე გადარეკვა უწევდათ, რაც ნეგატიურ ზეგავლენას არამხოლოდ ეკოსისტემაზე, არამედ ცხვარზეც ახდენდა.

ანგარიშები

ცხვრის სექტორის მიმოხილვა

კვლევის მიზანია, გამოკვეთოს ცხვრის სექტორში არსებული მდგომარეობა და გამოავლინოს გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს აღნიშნული სექტორი დგას. კვლევაში გაანალიზებულია საქართველოს სტატისტიკის...

ისტორიები

პროექტები