საბუკოს მოსაზრებები კასპის ქარის ელექტროსადგურის პროექტის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით

ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაგეგმილია სს „კავკასიის ქარის კომპანიის“ მიერ, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 54 მგვტ-ია და მისი საპროექტო ტერიტორია მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, ზემო რენეს, იგოეთსა და კასპს შორის – კვერნაკის ქედზე.

საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი სკოპინგის ანგარიშის გაცნობის შემდგომ, რამდენიმე  პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ სკოპინგის ანგარიშის მოცულობითი ნაწილი, გადმოწერილია შპს „დაბლიუიჯი ენვი კონსალტინგი“-ს მიერ შესრულებული თბილისის ქარის ელექტროსადგურის პროექტის სკოპინგის ანგარიშიდან; მათ შორის, გადმოწერილია ინფორმაცია, რომელიც  გარემოზე შესაძლო ზემოქმედების განსახილველად საკმაოდ მნიშვნელოვანია.

დოკუმენტი ასევე შეიცავს როგორც მოძველებულ კვლევებს (ბიომრავალფეროვნების კვლევა ჩატარებულია 2017 წელს), ისე – მცდარ მონაცემებს.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით საბუკოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს

ელექტროგადამცემი ხაზის საკითხი

სკოპინგის ანგარიშის თანახმად, მოხდება 110 კვ ეგხ-ს მშენებლობა, რომელიც მიერთებული იქნება კასპის ქვესადგურს ქ/ს ქსანი 500/220/110-თან, თუმცა სკოპინგის განცხადებაშინახსენები არ არის 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მოწყობაექსპლუატაციის პროექტი.

ანგარიშში ზედაპირულად მიმოხილულია გადამცემი ხაზის ზემოქმედება გარემოზე.

საპროექტო ტერიტორიისა და ქარის ტურბინების კოორდინატები

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე, სკოპინგის განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი Shape ფაილები,  მოიცავს მხოლოდ გადამცემ ხაზსა და კასპის გზას, ტურბინების განთავსებისა და საკვლევი ტერიტორიის კოორდინატები წარმოდგენილია მხოლოდ სკოპინგის ანგარიშში, ცხრილის სახით.

საქმიანობისა და ადგილმდებარეობის ალტერნატივები

დოკუმენტში განხილული არაა დაგეგმილი საქმიანობისა

და ქარის ტურბინების განლაგების ალტერნატივები, საპროექტო ტერიტორიის შერჩევის მიზეზი კი –ქარის რეჟიმები და ეკონომიკური მიზანშეწონილობაა, მაშინ როდესაც ალტერნატივები  გარემოს დაცვის მიზნით უნდა იყოს შემოთავაზებული. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქარის ელექტროსადგურის განთავსებისათვის შერჩეული არის სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიები, ე.წ „ზურმუხტის საიტი“ და წარმოდგენილი არ არის არც ერთი ალტერნატივა, რომელიც არ გადაკვეთდა კვერნაკის ქედს.

საპროექტო ტერიტორიად შერჩეული ზურმუხტის ქსელის საიტი

ქარის ელექტროსადგურის განლაგება იგეგმება ზურმუხტის ქსელის დეზიგნირებული საიტის – „კვერნაკი“ (GE0000046) ტერიტორიაზე, 7 კმ სიგრძეზე.

გარდა იმისა, რომ ტერიტორია ზურმუხტის ქსელის საიტია, ის წარმოადგენს ფრინველთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიას – SPA 10 KVERNAKI (Special protection areas) და ფრინველთათვის მნიშვნელოვან ტერიტორიას (Important bird area – IBA)ეს ინფორმაცია საერთოდ ნახსენები არ არის სკოპინგის ანგარიშშიმაშინ როდესაც, ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილები საერთაშორისო კონსერვაციული მნიშვნელობის სტატუსის მქონე ტერიტორიებია. ამასთან, 2014 წელს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერით, საქართველოს მთავრობამ ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის ვადაში ორი მნიშვნელოვანი ვალდებულება აიღო:

  • ფრინველთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიის განსაზღვრისა და დაწესების;
  • რეგულარულად  მიგრირებადი სახეობების დაცვის მიზნით კონსერვაციის სპეციალური ზომების მიღების.

ბიომრავალფეროვნების შეფასება

საპროექტო ტერიტორიის მნიშვნელობის მიუხედავად, ბიომრავალფეროვნების კვლევა მხოლოდ ერთ დღეს – 2017 წლის 11 ნოემბერს ჩატარდა, 09:45 საათიდან 19:00 საათამდე დროის ინტერვალში, მაშინ როდესაც საკვლევი ტერიტორიის ფართობი 4200 ჰექტარია.

მნიშვნელოვან ხარვეზად მიგვაჩნია ის, რომ 2019 წლის სექტემბრის თვეში წარმოდგენილი დოკუმენტი, მხოლოდ 2017 წლის ერთდღიან მონაცემებს ეყრდნობა, მაშინ როდესაც საქმე ეხება როგორც საქართველოსთვის, აგრეთვე საერთაშორისოდ, ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვნად აღიარებულ  ტერიტორიას.

ფასკუნჯი და ქარის ელექტროსადგური

ფასკუნჯი (Neophron percnopterus)  საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა (სტატუსი – მოწყვლადი), ხოლო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხით, მისი სტატუსი –  საფრთხეში მყოფია. საქართველოს კანონის „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“, მე-11 მუხლის თანახმად, აკრძალულია ყოველგვარი ქმედებარომელსაც შესაძლოა მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების დაღუპვარაოდენობის შემცირებამათი საბინადრო გარემოსგამრავლების არელისგადარჩენის სტაციებისსამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.

ამასთან ერთად, ფასკუნჯი ბერნის კონვენციის მეორე დანართით – „მკაცრად დაცული ფაუნის სახეობები“,  დაცული სახეობაა, ხოლო საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს კონვენციის მეორე დანართში – ჩამოთვლილი ველური ფაუნის სახეობების საგანგებო დაცვა. 

სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ფასკუნჯი კვერნაკის ქედზე ძალიან იშვიათი სახეობაა, რომელიც საველე გასვლების 1%-ზე ნაკლებში აღირიცხა. გაურკვეველია, რას მონაცემების შეჯერებით მოხდა  1%-ის გამოთვლა, როდესაც საველე გასვლები არ ჩატარებულა, მხოლოდ ერთ დღეს მოხდა ფრინველებზე დაკვირვება 2017 წლის 11 ნოემბერს.

საბუკო 2018 წლიდან აკვირდება კვერნაკის ქედზე ფასკუნჯების პოპულაციას და ამ ტერიტორიაზე 4 ბუდე აქვს დაფიქსირებული, 2 უშუალოდ საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს.

სურათი 1. ფასკუნჯის ბუდე საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს, კვერნაკის ქედზე. ფოტო – შოთა ჯაფარაშვილი

მიგვაჩნია, რომ ქარის ტურბინებისა და მასთან ერთად გადამცემი ხაზის მოწყობა, საფრთხეს შეუქმნის კვერნაკის ქედზე არსებულ ბიომრავალფეროვნებას, რაც ანგარიშიდანაც დასტურდება. ამასთან,  მრავალი სამეცნიერო კვლევა არსებობს რომელიც ქარის ტურბინების უარყოფით ზეგავლენას აფასებს ფასკუნჯსა და სხვა ლეშიჭამია სახეობებზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამატებით, საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს, შპს „ამპერაქს ენერჯი ჯორჯიას“ მიერ იგეგმება  ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა (იხ. სურათი 2), რომელიც ზრდის მოსალოდნელ კუმულაციურ ზემოქმედებას ფასკუნჯზე, რადგან დაშორება მათ ბუდეებსა და ტურბინებს შორის, ასევე არ აკმაყოფილებს ზემოთ ნახსენებ უსაფრთხოების რეკომენდაციებს.

სურათი 2. ცისფერი ფერით ნაჩვენებია სს „კავკასიის ქარის კომპანიის“  დაგეგმილი ქარის ტურბინები, წითლად – შპს „ამპერაქს ენერჯი ჯორჯიას“

ზურმუხტის ქსელის საიტზე,  ფრინველთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიასა და ფრინველთათვის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე,  ქარის ელექტროსადგურისა და გადამცემი ხაზის განთავსება ხელს შეუშლის ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით და გამოიწვევს კვერნაკის ქედის, როგორც ბიომრავალფეროვნებისთვის განსაკუთრებული ადგილის დეგრადაციას.

სურათი 3. ფასკუნჯის ბუდეები საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს

სკოპინგის ანგარიშის თანახმად, ფრინველებზე ზემოქმედების შემცირების სტრატეგია გულისხმობს ტერიტორიის შერჩევას და ობიექტის მოცილებას ყველაზე სენსიტიური ადგილებიდან (გვ.68). ვინაიდან, მთლიანად საპროექტო ტერიტორია, სრულად მდებარეობს ფრინველთათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, საჭიროდ ვთვლით, რომ ქარის ელექტროსადგურისა და გადამცემი ხაზის მშენებლობისთვის მოიძებნოს სხვა ალტერნატიული ადგილები, რომელიც გარემოს დაცვის საკითხების გათვალისწინებით იქნება შერჩეული. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებულ იქნას, ბიომრავალფეროვნების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები.

ასევე გაეცანით

Shopping cart

close
close
Start typing to see products you are looking for.
Set your categories menu in Theme Settings -> Header -> Menu -> Mobile menu (categories)
Scroll To Top

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube