Saving Species, Stories

„GEO“-ს ბუნების დღე, შუა ივნისში

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჟურნალი GEO აქტიურად ატარებს ველური ბუნების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლ კვირეულს, რომელშიც ჩართულია ბუნებით დაინტერესებული ათასობით ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებების ძირითადი ნაწილი თავმოყრილია გერმანიაში მონაწილეობას სხვა ქვეყნის მსურველებსაც მოუწოდებენ.  წელს საბუკო კამპანიას  ორი ღონისძიებით შეუერთდა.

კასრისწყლის ეკო-კლუბის მოსწავლეებთან ერთად შევისწავლეთ ბიომრავალფეროვნება სკოლის ირგვლივ. იმის საჩვენებლად თუ როგორ არიან ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთთან ჯაჭვურად დაკავშირებული, სხავადასხვა საინტერესო თამაშები გამოვიყენეთ.

12-დან 17 წლამდე გოგონებმა და ბიჭებმა შეძლეს დაესახელებინათ მცენარეთა უმეტესობა. მიუხედავად იმისა, ისეთი ფრინველები როგორიც არიან რომ ტარბები ( rosy starling (Pastor roses / Sturnus roseos) ) მათთვის ჩვეულია, ცოცხალი ორგანიზმების დამაკავშირებელი ჯაჭვის აღმოჩენა მათთვის მაინც ძალია ამაღელვებელი აღმოჩნდა.

 

მეორე ექსკურსია მუხათგვერდის სასაფლაოსთან ახლოს გაიმართა სადაც დაინტერესებული ოჯახები გვეწვივნენ.

ბავშვები და მათი მშობლები აღფრთოვანებულები იყვნენ იქ არსებული მწერების რაოდენობით „ჩვენ ხშირად ვართ ბუნებაში, მაგრამ არასოდეს შეგვიმჩნევია რომ არსებობს ასეთი მრავალფეროვნება“, თქვა ერთ-ერთმა მონაწილემ.

მათ, აგრეთვე, ისწავლეს შხამიანისა და არაშხამიანი გველების განსხვავება. სწორედ ბუნება უზრუნველგვყოფს იმ სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია შხამის გასანეიტრალებლად. ყურადღება მიიქციეს ხმაურიანმა ბულბულებმა : „ისინი დღე მღერიან?“ „რატომ ჰქვიათ ბულბული“.

 

 

საბუკოს ორივე ღონისძიების წევრებს გადაეცათ – GEO-ს არაოფიციალური ჯილდოები მონაწილეობისათვის, ჰამბურგიდან.