სახეობების გადარჩენა

კონსერვაციის პრიორიტეტები

რატომ სახეობები?

სახეობები ბიომრავალფეროვნების ყველაზე შესამჩნევი ელემენტია და უმნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ეკოლოგიისთვის. სახოებათა კონსერვაცია საჭიროა მათი გენეტიკური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, რაც მათი გადარჩენისა და გარემოს ცვლილებების მიმართ მდგრადობის გასაზრდელად აუცილებელია.

ჩვენი მიზანი

საბუკოს მიზანია ფრინველების სახეობათა მრავალფეროვნების კონსერვაცია საქართველოში, რითიც თავისი წვლილი შეაქვს Birdlife International-ის გლობალური სტრატეგიის მიზნების შესრულებაში.

რას ვცვლით?

ბექობის არწივის კონსერვაცია, ბათუმის სამიგრაციო დერეფნის დაცვა, კონსერვაციული საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილობა და სახეობათა გავრცელების შესახებ სამეცნიერო მონაცემების შეგროვება ჩვენი საქმიანობის მნიშნელოვანი ნაწილია.

საბუკო მიზნად ისახავს სამეცნიერო მტკიცებულებების შემუშავებას ქვეყანაში ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დასაცავად, სახეობათა გავრცელებაზე სხვადასხვა საქმიანობის გავლენების უკეთ წარმოსაჩენად და სამთავრობო პოლიტიკის ამ ცოდნის შესაბამისად დასაგეგმად.

ჩვენი მონაცემები აერთიანებს ინფორმაციას პოპულაციის რიცხოვნობის, ფრინველთა, ძუძუმწოვართა და ამფიბიათა გავრცელების შესახებ საქართველოში.

ასევე, ვცდილობთ ჩვენი საქმიანობის შედეგები საზოგადოებამდე მათთვის საინტერესო ფორმებით მივიტანოთ და მეტი ადამიანი წავახალისოთ ბუნების კონსერვაციაში წვლილის შესატანად.

11-01

ფრინველების კონსერვაცია

შერჩეული სახეობების კონსერვაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება

2-01

ფრინველთა მონიტორინგის სქემები

ფართოდ გაცრცელებული ფრინველების მონიტორინგის სქემის შექმნა

33-01

ფრინველების არალეგალური მკვლელობების შეჩერება

არალეგალური ნადირობის შემცირება აჭარის რეგიონში

4-01

სამეცნიერო ცოდნის გაუმჯობესება

მობუდარ ფრინველთა ეროვნული ატლასის შექმნა

პროგრამები

Learn more about our work

ანგარიშები

სტატიები

გაეცანით ჩვენს განახლებებს