განცხადებები, განცხადებების ისტორიები, კანონმდებლობა, მთავარი სტატიები

გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, ბიომრავალფეროვნების შეფასებისა და მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ატარებს მოკვლევას გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლთან დაკავშირებით. შეგიძლიათ გაეცნოთ საბუკოს მოსაზრებებს, რომელიც კომიტეტს წარედგინა.

საბუკოს მოსაზრებები პასუხობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურის აღსრულების კონტროლთან დაკავშირებით ძირითად საკვლევ საკითხებს, ესენია: (1) სკოპინგის/გზშ ანგარიშების, კერძოდ, მათში ბიომრავალფეროვნების საკითხების შეფასების ხარისხი; (2) ხარვეზებს, რომლებიც ბიომრავალფეროვნების ნაწილზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება; (3) კოდექსის ნორმების შესახებ, რომელიც საჭიროებს სამართლებრივ დაზუსტებას.

დოკუმენტი სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე