საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის

საბუკო Birdlife-ის პარტნიორი ორგანიზაციაა საქართველოში. ჩვენი მისიაა საქართველოში ველური ბუნების კონსერვაციის ხელშეწყობა.

გაიგე მეტი შემოგვიერთდი

საბუკო

სახეობების გადარჩენა

ფრინველების კონსერვაცია, მათი მონიტორინგის სქემების შექმნა, ფრინველების არალეგალური მკვლელობების შეჩერება და სამეცნიერო ცოდნის გაუმჯობესება ჩვენი მთავარი ამოცანებია.

გაიგე მეტი შემოგვიერთდი

ჰაბიტატების აღდგენა

ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ბიომრავალფეროვნებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 2019 წლიდან მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის 4 წლიან პროექტს ვახორციელებთ.

გაიგე მეტი შემოგვიერთდი

ადგილობრივი თემის გაძლიერება

ადგილობრივი თემის გაძლიერება სასიკეთოდ აისახება ბუნებაზეც. საბუკო ძალებს არ იშურებს ფერმერებისა და მეცხვარეებისთვის საჭირო მხარდაჭერის აღმოსაჩენად და კვლევების საფუძველზე ამზადებს რეკომენდაციებს მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გაიგე მეტი შემოგვიერთდი

ცნობიერების გაზრდა

ჩვენ სისტემატურად ვაწყობთ საფეხმავლო ტურებს, ღონისძიებებსა და კამპანიებს, ვამზადებთ საგანმანათლებლო მასალებს, ვხვდებით სკოლებსა და ეკო-კლუბებს, ვზრუნავთ როგორც ზრდასრულთა, ისე პატარების ცნობიერების ასამაღლებლად.

გაიგე მეტი შემოგვიერთდი
ჩვენი პრიორიტეტები

სახეობების
დაცვა

ჰაბიტატების
აღდგენა

ადგილობრივთა
გაძლიერება

ცნობიერების
გაზრდა

Untitled

რას
ვცვლით?

საბუკოს დოკუმენტებსა და ანგარიშებში იპოვით ორგანიზაციის ყველა მნიშნელოვან მოვლენასა და მიღწევას სახეობების დაცვის, ჰაბიტატების აღდგენის, ადგილობრივთა გაძლიერებისა და ცნობიერების გაზრდის მიმართულებით.

საინტერესო ამბები ველიდან

ჩვენი სტატიებიდან შეიტყობთ, როგორ ვმუშაობთ ველზე, რომელ სახეობებს აფიქსირებენ ჩვენი ფოტომახეები, რა მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს პროექტებში და რას მივაღწიეთ ბოლო ხანებში

test

ბექობის არწივის კონსერვაცია საქართველოში

ბექობის არწივის სტატუსის გასაუმჯობესებლად კონსერვაციულ საქმიანობას 2015 წლიდან ვეწევით.

ინდივიდებისთვის გადამცემების დამაგრება, ბუდეების პოვნა და ფოტოხაფანგების დამონტაჟება, მათზე დაკვირვება და შესწავლა საბუკოს კონსერვაციული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბექობის არწივი მოწყვლადი სახეობაა, რომლის პოპულაცია გლობალურად მცირდება

DSCF9966
DSC_0191-min

ბათუმის სამიგრაციო დერეფნის კონსერვაცია

ჩვენი მიზანი ბათუმის სამიგრაციო დერეფანში ფრინველებზე უკანონოდ ნადირობის შემცირებაა. ამისთვის, სისტემატურად ვატარებთ მონიტორინგს და საველე კვლევებს აღნიშნული ტერიტორიის 4 მიმდებარე სოფელში, ვცდილობთ ადგილობრივი მოსახლეობის, მონადირეების, ბაზიერების ჩართვას კონსერვაცულ საქმიანობაში და ვმუშაობთ ადამიანთა ცნობიერების ამაღლებისთვის, როგორც ადგილზე, ისე საქართველოს მასშტაბით.

გაწევრიანება

1.

საბუკოს ტრენინგებსა და ვორქშოპებზე დასწრება

2.

საველე გასვლებში/ექსპედიციებში მონაწილეობა

3.

საგანმანათლებლო მასალები – ქართულ და ინგლისურ ენაზე

4.

სხვადასხვა ფრინველის ფორმის ხის გულსაბნევები

თქვენი მხარდაჭერით, ხელს შევუწყობთ საქართველოში დაუცველ ფრინველთა და მათი გარემოს (ჰაბიტატების) დაცვას. ჩვენ დამოკიდებული ვართ თქვენს მხარდაჭერასა და სიკეთეზე, რათა შევასრულოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე კონსერვაციის საქმე. დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის – ეს მართლაც ბევრს ნიშნავს!

Bald-Eagle-0001-9816-1280x720
ცნობიერების ამაღლება
2-01

ქალაქის ფრინველებზე
დაკვირვება

1-01

Საგანმანათლებლო
ღონისძიებები

3-01

Საგანმანათლებლო
მასალები

საბუკოს აპლიკაცია
1-01

ფრინველთა შესწავლა

მოიძიეთ საქართველოში გავრცელებული ფრინველები, მათი აღწერები, ფოტოები, ხმები და სახეობის ამოსაცნობად საჭირო სხვა მახასიათებლები

2-01

ინფორმაციის შეგროვება

დაამატეთ საკუთარი დაკვირვება – შეიყვანეთ ბაზაში ფრინველების ის სახეობები, რომლებიც შენიშნეთ და დაგვეხმარეთ მონაცემების შეგროვებაში

3-01

ინტეგრირებული რუკები

გამოიყენეთ აპლიკაცია მაშინაც, როცა ინტერნეტზე წვდომა არ გაქვთ, ნახეთ რა სახეობები შენიშნეს სხვა მომხმარებლებმა თქვენ მიმდებარედ

1-01

საინტერესო ქვიზები

შეამოწმეთ და გაიღრმავეთ ცოდნა სახალისო ქვიზების საშუალებით

საბუკოს შესახებ
საბუკო (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის) Birdlife-ის პარტნიორი ორგანიზაციაა საქართველოში. ჩვენი მისიაა საქართველოში ველური ბუნების კონსერვაციის ხელშეწყობა, საზოგადოების მიერ ბუნების მოფრთხილებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების წახალისება. ჩვენი მიზანია ველური ფრინველებისა და მათი ჰაბიტატების დაცვა, ბუნების მნიშნელობის და მისი დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
მისამართი

ვ. სარაჯიშვილის ქ. 3ა, თბილისი.

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

დამატებითი ინფორმაცია

(0322) 90 74 93

ელ-ფოსტის მისამართი
სიახლეების გამოწერა
შემოგვიერთდი სოც-ქსელში