Uncategorized

BirdLife International- ის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ფართოდ გავრცელებული ფრინველებიც კი უკვე გადაშენების პირას არიან

2018 წლის მსოფლიოს ფრინველთა ანგარიშმა, რომელიც მთელი მსოფლიოს ფრინველების მდგომარეობას ასახავს, აღმოაჩინა, რომ გადაშენების კრიზისი უკვე ფართოდ გავრცელებულ ფრინველებზეც  ვრცელდება.

2018 წლის ანგარიში, რომელიც შესრულებულია BirdLife International-ის მიერ, აჩვენებს, რომ ადვილად ცნობადი და ყველასთვის საყვარელი სახეობები, როგორიცაა Snowy Owl Bubo scandiacus, Atlantic Puffin Fratercula arctica, and European Turtle-dove Streptopelia turtur (ჩვეულებრივი გვრიტი), გლობალურად გადაშენების პირას დგანან. ანგარიშში მოყვანილი სტატისტიკა ნეგატიურად არამხოლოდ ფრინველებზე მეტყველებს, არამედ სრულიად პლანეტაზე. ფრინველის სახეობების ჯანმრთელობა ზოგადად ეკოსისტემების მდგომარეობის კარგი მაჩვენებელია. ფრინველები იმდენად გევრცელებულები არიან და თითქმის ყველა ტიპის ეკოსისტემაში არიან, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ჯგუფია. სწორედ ამიტომ, ისინი გარემოს მდგომარეობის შესანიშნავი ინდიკატორები არიან.

BirdLife International- ის სტატიასა და ანგარიშზე შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგი ბმულებიდან:

სტატია

 

ანგარიში