ჭარბი კალორიები VS ბიომრავალფეროვნება

მიწათმოქმედების გაფართოების შედეგად გამოწვეული ჰაბიტატების განადგურება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ბიომრავალფეროვნებისთვის.  ბოლო სამასი წლის განმავლობაში მიწათმოქმედებაში გამოყენებული ფართობი ექვსჯერ გაიზარდა, 1700 წლის 6% -დან დღეს – 38% მდე. ბუნებრივი ჰაბიტატების სასოფლო-სამეურნეო მიწებად გარდაქმნა ყველაზე ინტენსიურად ტროპიკულ რეგიონებში ხდება და განპირობებულია ისეთ სურსათზე მოთხოვნით, როგორიცაა  ყავა, კაკაო, შაქარი, პალმის ზეთი და სოიო.

მიწათმოქმედების გაფართოების და გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რესურსების ჭარბი მოხმარებაა. რა თქმა უნდა, რომ დედამიწის მოსახლეობა შესაბამისად უნდა იყოს გამოკვებილი, მაგრამ  მოშიმშილე მოსახლეობის (13%) გამოსაკვებად მარაგის მხოლოდ 1% -ით ზრდა საკმარისია. სამწუხაროდ, მიწათმოქმედების გაფართოება გამოწვეულია რესურსების არაჯანსაღი და უსარგებლო გამოყენებით. ძირითადი მიზეზი ზედმეტი კალორიების და ცხოველური საკვების მიღებაა. დღესდღეობით, მოსახლეობა 2.5 -ჯერ უფრო მეტ კალორიას იღებას, ვიდრე მათ ორგანიზმს ესაჭიროებათ. მაგალითად, საშუალოდ, ერთი ადამიანი საჭიროზე ერთი მესამედით მეტ ცილას მოიხმარს. გარდა ბიომრავალფეროვნების შემცირების და ბუნებრივი ჰაბიტატების განადგურებისა, რესურსების ჭარბ მოხმარებას მივყავართ ჭარბწონიანობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებამდე.

პესტიციდები, რომლებიც გამოიყენება მეურნეობაში, ასევე დიდ გავლენას ახდენენ ბიომრავალფეროვნებაზე. დამტკიცებულია, რომ ნეიროტოქსიურ ინსექტიციდებს (ნეონიკოტინოიდები) გამანადგურებელი ეფექტი აქვთ.  ნეონიკოტინოიდები ფართოდ გამოიყენება ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და სხვა ადგილებში ნათესების წინასწარ დასამუშავებლად, რაც საშუალებას იძლევა ისინი მაღალი კონცენტრაციით დაგროვდნენ წყლის ზედაპირსა თუ თესლში. აშშ-ში ბოლო კვლევის მიხედვით, გადამფრენმა თეთრთავა გრატამ  (Zonotrichia leucophrys), რომელიც იმყოფებოდა ნეონიკოტინოიდების გავლენის ქვეშ, დაკარგა სხეულის მასისა და ცხიმის მარაგის მეოთხედი. ფრინველებს  დაერღვათ ორიენტაციაც.

ნეიროტოქსიური ინსექტიციდები საფრთხეს წარმოადგენენ თესლიჭამია ფრინველებისთვისაც. არის იმის საშიშროებაც, რომ ისინი დაგროვდნენ კვებით ჯაჭვში და დარჩნენ ნიადაგსა და მცენარეებში მრავალი წლის განმავლობაში. შესაბამისად, უარყოფითი შედეგები იქნება უფრო ღრმა  და ხანგრძლივი.

ასევე გაეცანით

Shopping cart

close
close
Start typing to see products you are looking for.
Set your categories menu in Theme Settings -> Header -> Menu -> Mobile menu (categories)
Scroll To Top

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube