წყალი და სიცოცხლე – ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, საბუკომ მოამზადა საინტერესო ქვიზი ცოდნის შესამოწმებლად და სახალისო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის. 

წყლის კრიზისი რეალური და მზარდი საფრთხეა. ადამიანები იმაზე მეტი რაოდენობის წყალს მოვიხმართ, ვიდრე ბუნებას შეუძლია აღიდგინოს. კრიტიკულად ზიანდება და ნადგურდება ჭარბტენიანი ტერიტორიები – ეკოსისტემა, რომელზეც სასმელი წყალი და სიცოცხლე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული.

რატომ გვჭირდება ჭარბტენიანი ტერიტორიები?

მტკნარი და მლაშე წყალჭარბი ტერიტორიები ბუნებისა და ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელია. ისინი უზრუნველყოფენ ჩვენს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას სხვადასხვა გზით:

ინახავენ წყლის მარაგს და ასუფთავებენ მას

  • ჭარბტენიანი ტერიტორიები მტკნარი წყლის უდიდეს ნაწილს ინახავენ.
  • ბუნებრივად ფილტრავენ მას სხვადასხვა დამაბინძურებლისგან და სასმელად ვარგისს ხდიან.

უზრუნველგვყოფენ საკვებით

  • აკვაკულტურა კვების ინდუსტრიის ყველაზე მზარდი სექტორია. 2018 წელს მხოლოდ ტბორული თევზმეურნეობით 12 მლნ. ტონა თევზი იყო წარმოებული.
  • ბრინჯის მდელოებზე 3.5 მლრდ. ადამიანის საკვებია დამოკიდებული.

გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ

ჭარბტენიანი ტერიტორიები ყველაზე ღირებული ეკოსისტემაა. ისინი წლიურად 47 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების სერვისებს გვაწვდიან.

  • 1 მლრდ ადამიანის შემოსავალი მთლიანად ჭარბტენიან ტერიტორიებზეა დამოკიდებული.

ბუნების განუყოფელი ნაწილი არიან

  • ჭარბტენიანი ტერიტორიები  სახეობათა   40% -ისთვის საცხოვრებელ და გამრავლების ადგილს წარმოადგენს.
  • მხოლოდ მარჯნის რიფები სახეობათა 25% -ის სამშობლოა.

გვიცავენ

  • წყალჭარბი ტერიტორიები წყალდიდობებისა და შტორმებისაგან გვიცავენ.
  • არეგულირებენ კლიმატს: ტორფიანი ჭაობები ტყეებზე ორჯერ მეტ ნახშირბადს ინახავენ. ნახშირბადის მნიშვნელოვან ნაწილს ასევე ინახავენ წყლის მცენარეები, მანგროვული ტყე და მლაშე ჭაობები.

წყლის რესურსი ამოწურვადია, მისი ხარჯვა კი – არამდგრადი

  • დედამიწაზე წყლის მხოლოდ 2.5 %-ია მტკნარი. მისი უმეტესობა მყინვარებისა და მიწისქვეშა წყალშემცველი ფენების სახითაა წარმოდგენილი.
  • მტკნარი წყლის მხოლოდ 1%-ზე ნაკლებია გამოსაყენებლად ვარგისი.
  • ტბები და მდინარეები ზედაპირული წყლების 0.3 %-ს შეადგენს.

მტკნარი წყლის მოხმარება

ყოველწლიურად, მსოფლიოში 10 მილიონ ტონა წყალს მოიხმარენ:

  • 70% საკვების კულტივირებისთვის გამოიყენება
  • 22% ინდუსტრიისა და ელექტროენეერგიის მიერ
  • წყლის გამოყენება ბოლო 100 წლის განმავლობაში 6-ჯერ გაიზარდა.

 წყლის კრიზისი

პოპულაციის ზრდამ, ურბანიზაციამ და მოთხოვნილებამ წყალჭარბ ტერიტორიებსა და წყალზე წნეხი წარმოუდგენლად გაზარდა:

  • მსოფლიოს მტკნარი წყლის თითქმის მთლიანი მარაგი რისკის ქვეშაა, პოპულაციის 82% კი ძლიერ დაბინძურებულ წყალს მოიხმარს.
  • 2 მლრდ ადამიანს არ გააჩნია უსაფრთხო სასმელი წყალი.
  • ევროპის ყველაზე გრძელი მდინარის – ვოლგას, წლიური დინების ეკვივალენტი წყალი, ყოველწლიურად იფლანგება ფერმებიდან 1.3 მლნ ტონა საკვების გადაყრით.
  • 2017 წელს, სულ მცირე 45 ქვეყანაში, წყლის უკმარისობა კონფლიქტის გამოწვევის მთავარი ფაქტორი იყო.
  • 2050 წელს 10 მლრდ ადამიანისათვის 70%-ით მეტი საკვების წარმოება იქნება საჭირო. ამას კი 14%-ით მეტი წყალი დასჭირდება.

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაკარგვის შედეგი

წყლის ადამიანების მიერ მოხმარება იმას ნიშნავს, რომ ბუნებაში ის უფრო ცოტა რჩება. ჭარბტენიანი ტერიტორიების დაკარგვამ და დაბინძურებამ გააძლიერა წყლის კრიზისი და საფრთხე შეუქმნა სიცოცხლის ყველა ფორმას:

  • 1700 -იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოს ჭარბტენიანი ტერიტორიების თითქმის 90% დაიკარგა. დარჩენილი მათგანი კი ტყეებზე 3-ჯერ უფრო სწრაფად ქრება.
  • ჭარბტენიან ტერიტორიებზე დამოკიდებული სახეობების 25%, მტკნარ წყალზე დამოკიდებულ სახეობებში კი 3-იდან 1 გადაშენების საფრთხის წინაშეა.
  • კლიმატის ცვლილების გამო ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რაოდენობა ისედაც უკვე მშრალ რეგიონებში კიდევ უფრო მცირდება, რაც წყალზე კონკურენციას კიდევ უფრო ზრდის.

პრობლემის გადაჭრის 5 გზა:

ბუნებისა და ჩვენთვის საკმარისი წყალი რომ გვქონდეს, საჭიროა, რომ:

  • შევწყვიტოთ ჭარბტენიანი ტერიტორიების განადგურება, დავიწყოთ მათი აღდგენა.
  • არ ავაშენოთ ჰესები მდინარეებზე და არ ამოვტუმბოთ წყალი ნიადაგის წყალშემცველი ფენებიდან.
  • შევწყვიტოთ დაბინძურება, გავასუფთავოთ მტკნარი წყლის წყაროები.
  • წყლის გამოყენება გავხადოთ უფრო ეფექტური, ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოვიყენოთ უფრო ფრთხილად.
  • წყალი და ჭარბტენიანი ტერიტორიები ჩავრთოთ განვითარების გეგმებსა და რესურსების მენეჯმენტში.

საერთაშორისო პრაქტიკა

სამხრეთ აფრიკის წყლის მენეჯმენტი

სამხრეთ აფრიკის 22 მთავარი, სტრატეგიული წყლის რესურსისა და ეკონომიკური საჭიროების იდენტიფიცირების და შეფასების შემდეგ, 50 კომპლექსური ღონისძიება გატარდა  წყლის რაოდენობის და ხარისხის ზრდისა და ეკონომიკური განვითარებისათვის.

ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 8% პოპულაციის 51% -ს აწვდის წყალს.

სამხრეთ აფრიკის მიერ გატარებული ღონისძიებები მოიცავს:

  • ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის გაერთიანებას წყლის მენეჯმენტისათვის, დურბანისა და პიტერმარცბურგისათვის სერვისის გასაუმჯობესებლად.
  • მდინარე მზიმვუბუს სისტემის კონსერვაციას, აღდგენისა და სწორი მენეჯმენტის საშუალებით, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად.
  • წყლის ხარისხის გაუმჯობესებას მდინარე ბერგში, რომელიც ამარაგებს კეიპ-თაუნსა და მის მიმდებარე მიწათმოქმედების ტერიტორიას, საიდანაც წარმოებული პროდუქტის 70% ევროპაში ექსპორტირდება.

ჭარბტენიანი ტერიტორიების აღდგენის ბრიტანული მოდელი

ევროპის უდიდესი სანაპირო ჭარბტენიანი ტერიტორიის აღდგენის პროექტი – 670 ჰა-ზე მდებარე მლაშე ჭაობებით, ლაგუნებითა და ტალახოვანი დაბლობებით, უოლასის კუნძულზე განხორციელდა. პროექტი წყალდიდობებისაგან გრძელვადიან დაცვას უზრუნველყოფს, რაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დონის გათვალისწინებით.

ეს მიდგომა ადამიანების  ჩარევასა და აქტიურ მენეჯმენტს გულისხმობს. აღდგა 30.000 ჰა. ესექსის მლაშე ჭაობები, რომლებიც 25 წლის განმავლობაში დაიკარგა. მლაშე ჭაობები ამცირებენ ტალღების ჯებირზე ზეწოლას, არხები კი ლაგუნის სიღრმეში წყლის დონეს აკონტროლებენ, რაც, თავისმხრივ, აუმჯობესებს ჰაბიტატს ველური სახეობებისთვის. ეს ჭარბტენიანი ტერიტორია 1 მლრდ გირვანქა სტერლინგის ღირებულების წყალდიდობისაგან დაცვის მომსახურებას უწევს გაერთიანებულ სამეფოს.

სასარგებლო ბმულები:

https://www.worldwetlandsday.org/

https://www.ramsar.org/

https://www.rspb.org.uk/reserves-and-events/reserves-a-z/wallasea-island/

https://www.birdlife.org/worldwide/policy/wetlands-and-ramsar

რატომ ჯანდარის ტბა?

ასევე გაეცანით

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube
Start typing to see products you are looking for.