კონკურსი მოსწავლეებისთვის – ჭარბტენიანი ტერიტორიები

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა!

ამ დღესთან დაკავშირებით „საბუკო“ მოსწავლეებისათვის კონკურსს აცხადებს!

რატომ ჭარბტენბიანი ტერიტორიები?

  • ჭარბტენიანი ტერიტორიები სახეობათა 40% -ისთვის საცხოვრებელ და გამრავლების ადგილს წარმოადგენს.
  • გვიცავენ წყალდიდობებისგან.
  • არეგულირებენ კლიმატს.
  • ფილტრავენ და ინახავენ წყალს.
  • ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
  • აწვდიან საკვებს მილიარდობით ადამიანს.

ჭარბტენიანი ტერიტორიები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ ეკოსისტემებს წარმოადგენენ. თუმცა, ისინი დიდი საფრთხის წინაშე დგანან. ხშირად, ადამიანები მათ უსარგებლო ადგილებად მიიჩნევენ, აშრობენ და აბინძურებენ.

ჭარბტენიანი ტერიტორიების რაოდენობა ძალიან სწრაფად მცირდება!

საფრთხეში არიან მათზე დამოკიდებული სახეობებიც.

მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაერთონ საერთაშორისო კამპანიაში. შექმნან და გაგვაცნონ საკუთარი ნამუშევრები, იდეები და პრობლემების გადაჭრის გზები.

კონკურსის პირობები

ასაკი: 10-16 წელი

ნამუშევრის გამოგზავნის ბოლო ვადა: 16 თებერვალი

ნამუშევარს თან უნდა ერთვოდეს: მონაწილის სახელი და გვარი, ასაკი, მშობლის ან მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია, რაიონი (სურვილის შემთხვევაში).

ნამუშევრები იგზავნება მეილზე: office@sabuko.org

შედეგები გამოქვეყნდება ფეისბუქ გვერდზე, 26 თებერვლამდე: https://www.facebook.com/sabuko.org/

მონაწილეებმა უნდა შექმნან ნახატი ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ. 2021 წლის თემა – მტკნარი წყალია. თუმცა, შეუძლიათ შეარჩიონ სხვა, მათთვის მისაღები და საინტერესო თემაც. აღწერონ პრობლემა (მაგ: სახეობების, ჰაბიტატების დაკარგვა, დაბინძურება და ა.შ), ან ჭარბტენიანი ტერიტორიების სილამაზე და მნიშვნელობა.

ნახატს აუცილებლად უნდა ერთვოდეს სათაური. ასევე აღწერა (არაუმეტეს 100 სიტყვისა), თუ რატომ შეარჩიეთ ეს თემა, რატომ არის ის მნიშვნელოვანი, რაში ხედავთ გამოსავალს.

ასე რომ, მოიმარჯვეთ სახატავი ფურცლები და უამბეთ სხვებს ჭარბტენიან ტერიტორიებზე!

ნახატებს განვათავსებთ „საბუკოს“ ვებ-გვერდზეც.

სამი საუკეთესო ნამუშევრის ავტორი კი ჩვენგან მცირე საჩუქარსაც მიიღებს!

ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ მეტი გაიგეთ ბმულზე.

ასევე გაეცანით

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube
Start typing to see products you are looking for.