შექმენი ბურთულები მცენარის თესლისაგან

მცენარეების თესლისა და მიწისაგან ბურთულების გაკეთება ბავშვებისათვის განსაკუთრებით სახალისოა. თანაც, შესაძლებლობაა ბილიკებისა და სხვა ადგილების გასალამაზებლად – თუნდაც სკოლისაკენ მიმავალ გზაზე. მცენარეები გააუმჯობესებენ გარემოს მწერების, ფუტკრებისა და ფრინველებისათვის.

საჭიროა, ადგილი კარგად შეარჩიოთ. უნდა გაითვალისწინოთ რამდენად უდგება მზე თუ ჩრდილი – თქვენი შერჩეული მცენარის სახეობიდან გამომდინარე. კარგი იქნება, თუ იმ მცენარეს შეარჩევთ, რომელიც ადგილობრივად იზრდება და სხვა ქვეყნიდან ტრანსპორტირება არ ესაჭიროება.

რა დაგჭირდებათ:

  • თიხა

თიხა ინარჩუნებს სინესტეს და იცავს მარცვლებს ქარის, მცხუნვარე მზისა და ფრინველებისაგან.  მიწა და თესლი შესაძლებელია პირდაპირ, წყლის დამატების გარეშე აურიოთ იმ თიხაში, რომელსაც მეჭურჭლეები იყენებენ.  თუმცა, თუ თიხის ფხვნილი გაქვთ, წყლის დამატება დაგჭირდებათ.

  • ორგანული, სასუქით გამდიდრებული ნიადაგი

ასეთი ნიადაგი გამოკვებავს მცენარეს, სანამ მისი ფესვები მიწაში ჩაიზრდება.

  • ადგილობრივი, ველური მცენარის თესლი

შეარჩიეთ ის მცენარე, რომელიც თქვენს გარემო- პირობებში გაიზრდება

ინსტრუქცია

(12 ც ბურთულის გასაკეთებლად)

  1. აურიეთ ½  ჭიქა თიხა ½ კომპოსტში
  2. თუ თიხის ფხვნილს იყენებთ, დაუმატეთ 1/3 ჭიქა წყალი და მოურიეთ. თუ მიქსტურა ძალიან თხევადია, დაამატეთ ცოტა მეტი კომპოსტი, და თუ მშრალი გამოგივიდათ – წყალი. მანამდე კი გააკეთეთ საცდელი ბურთულა და შეამოწმეთ, საერთოდ გჭირდებათ თუ არა წყალი. წარმოიდგინეთ, რომ ორცხობილას ცომს აკეთებთ – ბურთულის შემადგენლობაც დაახლოებით ასეთი სისქის უნდა იყოს.
  3. გააბრტყელეთ დაახლოებით ერთი სუფრის კოვზის რაოდენობის ნაზავი ხელის გულზე და დაუმატეთ მცენარის თესლი,
  4. შეკარით ბურთულა. თუ ფერდობზე გსურთ დათესვა, ერთი გვერდი გაუბრტყელეთ, რომ არ ჩამოგორდეს.
  5. დააწყვეთ ბურთულები მუყაოზე და გააშრეთ რამოდენიმე საათის განმავლობაში, შესაძლოა – დღეებისაც კი. თქვენ უკეთ შეამჩნევთ, როდის იქნება მშრალი

ახლა შეგიძლიათ თქვენი დამზადებული ბურთულები ისროლოთ. თქვენი პროექტი უფრო წარმატებული იქნება, თუ ამინდს ყურადღებას მიაქცევთ. საუკეთესო დრო ბურთების სასროლად წვიმამდე ცოტა ხნით ადრეა.

კიდევ რითი შეიძლება ფრინველების გამოკვება? 

გამოსაკვებად მრავალნაირი მარცვლეული შეგიძლიათ შეურიოთ ერთმანეთს. მაგალითად სიმინდის „ხლოპი“ (flaked maize), მზესუმზირის მარცვლები, მიწის თხილის გრანულები, ხორბალი, მზესუმზირა და სხვა პატარა ზომის მარცვლები, როგორიცაა ფეტვი (ღომი) რომლითაც შეძლებთ ისეთი ფრინველების მოჩვევას, როგორებიც არიან ბეღურები, ჭვინტაკები, გრატები, საყელოიანი გვრიტები.  შედარებით დიდი მარცვლეულით შეძლებთ მოიზიდოთ შაშვები, წიწკანები, მწვანეულები, ხეცოციები და ა.შ.

თავიდან აიცილეთ ისეთი ნარევები, რომლებიც შეიცავენ ბარდას, მშრალ ბრინჯს, ოსპს და მსგავს მარცვლეულს ასევე ცხოველის საკვები ბისკვიტები, რადგან ჩიტები მათ მშრალად არ ჭამენ. სველი ცხოველის საკვები ბისკვიტი კარგია შოშიებისა და დიდი ზომის ფრინველებისათვის, თუმცა, არა ცხელ ამინდში, როდესაც სწრაფად გაშრება. სჯობს, თუ მათ გამოყენებას მაინც აარიდებთ თავს, რადგან ფრინველებთან ერთად ისინი კატებსაც იზიდავენ.

სხვა მარცვლეული და თხილი

მზესუმზირა

შესანიშნავი საკვებია მთელი წლის განმავლბაში. ცხიმის შემცველობა უფრო დიდია შავ, ზოლიან მზესუმზირის მარცვლებში. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გარჩეული, ასევე გაურჩეველი მარცვლებით.

მიწის თხილი

დაფხვნილი მიწის თხილი მოსწონთ გულწითელას, ჭვინტაკას და ჭინჭრაქასაც (ღობემძვრალა) კი. ხეცოციებმა და წიწკანებმა შეიძლება შეაგროვონ კიდევაც. არ გამოიყენოთ  მარილიანი და მშრალი მოხალული მიწის თხილი. უკეთესი იქნება, თუ კარგი ბრენდის, სანდო მიწის თხილს იყიდით და მას გამოიყენებთ, რადგან ეს საკვები ბუნებრივადაც შეიძლება შეიცავდეს ტოქსინებს.

„ნამცხვრები“ ფრინველებისათვის

ცხიმზე დამზადებული საკვები შესანიშნავი საკვებია ზამთარში. მათი დამზადება სახლშიც შეიძლება:

  • ჩაასხით გამდნარი, დარბილებული ქონი ჭურჭელში და დაუმატეთ მარცვლეული, თხილი, დაჭრილი გამხმარი ხილი
  • გამოიყენეთ ერთი მესამედი ქონი ორ მესამედ მარცვლეულის ნარევზე. აურიეთ და გააჩერეთ კონტეინერში
  • ჩაასხით თქვენს მიერ შერჩეულ ფრინველის საკვებურის ფორმაში – პლასტმასის ჭიქა, საკვებურის თეფში და ა.შ.

შენიშვნა:

  • არ დაგავიწყდეთ ცხოველური ცხიმი მეტად საფრთხილო რამ არის შესაძლებელია მხოლოდ გამოიყენოთ ცხვრის ანდ ძროხის ქონი დაუშვებელია ღორის ქონის გამოყენება
  • ასევე გასათვალისწინებელია რომ არ მოხდეს მცენარეული კარაქის გამოყენება.

ცოცხალი საკვები – მწერები

მატლები განსაკუთრებით უყვართ გულწითელას და წიწკანებს. მათ შესაძლოა მოიზიდონ სხვა მწერიჭამია ფრინველებიც, მაგალითად – ბოლოქანქარა და სხვა.

მატლები ბუნებრივი საკვებია და მთელი წლის განმავლობაში გამოიყენება, მაგრამ მუდმივად მათი ყიდვა შესაძლოა, ძვირი იყოს. ამიტომაც, ბევრი თავისით გაზრდასაც კი ამჯობინებს. ალურასებრთა მატლები ხანდახან მაღაზიებშიც იყიდება.

არ შესთავაზოთ მკვდარი მატლები  ფრინველებს. მათ შესაძლოა სალმონელათი მოწამვლა გამოიწვიონ.

მარგარინი და ზეთები

გამოყენებული სამზარეულოს ზეთი დაუშვებელია ფრინველებისათვის. პრობლემა იმაშიცაა, რომ ის ადვილად ეწებება ფრინველის ბუმბულს და პოხავს მას. თანაც, ზეთი ბაქტერიის გამრავლების ერთერთი გზაა.

სხვა სახის გამდნარი და შემდეგ გაცივებული ქონი (ძროხის, ცხვრის…) გაცილებით მისაღებია.

ობიანი ან ვადაგასული პროდუქტი

იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ობის სოკო უწყინარია, ზოგიერთ მათგანს მომნელებელი სისტემის ინფექციის გამოწვევა შეუძლია. ასე რომ, საერთოდ მოერიდეთ.

თუ საკვებურზე ან თეფშზე ობიანი საკვები დაგხვდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ დღიურად საჭიროზე გაცილებით მეტს დებთ.  ასეთი ჭურჭელი კარგად გაასუფთავეთ.

ასევე გაეცანით

Shopping cart

close
close
Start typing to see products you are looking for.
Set your categories menu in Theme Settings -> Header -> Menu -> Mobile menu (categories)
Scroll To Top

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube