შემოდგომის ეზო ფრინველებისთვის

შემოდგომა – მოამზადეთ ეზო ფრთოსანი მეგობრებისთვის

ფრინველების დამოუკიდებლად დახმარება მრავალი გზით შეგიძლიათ. ზომას მნიშვნელობა არ აქვს, სარგებლობის მოტანა თქვენს აივანსაც კი შეუძლია.

თუ თქვენი ბაღის ფრინველებისათვის მოწყობით ხართ დაკავებული, შემოდგომით ყველაზე მეტად იქნებით დატვირთული. ეს დარგვის, წმენდისა და შენების დროა.

ბევრმა ფრინველმა უკვე თბილი ქვეყნებისკენ გადაინაცვლა, თუმცა სხვები უფრო ცივი ადგილებიდან ჩვენთან მოვიდნენ. შეგიძლიათ მათ, იმ სახეობებთან ერთად, რომლებიც ზამთრობით რჩებიან, სეზონის გადატანა გაუადვილოთ.

ბუნებრივი საკვები
შემოდგომის ბაღს შეუძლია კენკრის, ხილისა და მწერების ბუნებრივი მარაგები უზრუნველყოს. კენკროვანი მცენარეების მრავალფეროვნება და ბაღში მწიფე ნაყოფით დახუნძლული ტოტების ყურება სასიამოვნოა და თანაც, თავს მოუყრის ფრინველებს.

სასარგებლო მცენარეები
შემოდგომა ბაღის მცენარეულობის მრავალფეროვნების მხრივ დიდებული დროა. უამრავი ხე და ბუჩქი, როგორც საკვების წყარო და თავშესაფარი, ფრინველებისათვის წელიწადის ცივ თვეებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თანაც, სასიამოვნო სანახავიცაა.
ფრინველებისათვის დარგეთ პანტა, ცირცელი, ჩიტავაშლა და სხვა ხეხილი. ხელოვნური ღობის ნაცვლად დაამატეთ შერეული ცოცხალი მესრის მცენარეები და ყურადღება მიაქციეთ ხარისხიანი საკვებისა და წყლის მიწოდებას.

საკვები
ადრეულ ზაფხულსა და შემოდგომით ფრინველები ბუმბულის გამოცვლის ბოლო, რთულ ეტაპზე არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბუმბულის დაკარგვა მათ ნაკლებად აქტიურს ხდის, ახლის ამოსვლაც ნელი, ენერგიის შთანმთქმელი პროცედურაა. ამ ცვლილებების გამო ისინი თავს შესაძლოა, ჩვეულებრივზე ცუდად გრძნობდნენ. ნოყიერი საკვები მათ საჭირო დახმარებას გაუწევს.

დაამზადე ნამცხვრები ფრინველებისათვის

თავშესაფარი

აუშენე აბაზანა ფრინველებს

ხეები და ცოცხალი ღობეები ფრინველებს მტაცებლებისაგან იცავენ. თუმცა, ისინი ცარიელ ყუთებსა და გამოსაზამთრებელ ნახევარქვაბულებსაც იყენებენ, სადაც თავს აფარებენ სიცივესა და წვიმას.

ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს ბაღში მრავლად იყოს ცოცხალი ღობე, ბუჩქი და ხე, სადაც ღამის უსაფრთხოდ გატარებაა შესაძლებელი. სუროთი და მცოცავი მცენარეებით შემოსილი კედლები, ლანძვი, შესანიშნავი ფოთლოვანი საფარია.

ზოგიერთი სახეობა უპირატესობას საბუდარ ყუთებში ჯგუფურად ცხოვრებას ანიჭებს. ამის მიზეზი სითბოს შენარჩუნებაა. ცნობილია, რომ ჭინჭრაქები ჯგუფებად გროვდებიან, რათა ზამთრის ცივი ღამეები ერთად გადაიტანონ. ერთ-ერთ ასეთ ადგილას 62 ინდივიდიც კი დათვალეს. მგლინავებსაც ქანდარაზე ცხოვრების იგივე წესი ახასიათებთ: ხის ბზარებსა და ნაპრალებში მოთავსებულები ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრიან.

ფრინველის ხელოვნური ყუთები, მართალია, მარტოულად მცხოვრები ფრინველებისთვის კარგია, მაგრამ ერთად მცხოვრები ფრინველებისთვის სპეციალური, ზამთრის საბუდარი ყუთი უფრო შესაფერისია. ასეთ ყუთს ბევრი ქანდარა და შიდა კედელი აქვს.
ბუდობის სეზონის დასრულების შემდეგ შემოდგომა მშვენიერი დროა ყუთების დასასუფთავებლად. შეგიძლიათ შეაკეთოთ ისინი და შემდეგი ოჯახისთვის მოამზადოთ. ის ყუთებიც კი, რომლებიც დაკავებული არ ყოფილან, გახსნას და დასუფთავებას საჭიროებენ. ამოავსეთ ბზარები, ჩააფინეთ ახალი ხავსი ან გამხმარი ფოთლები…

ყუთების ადრე მომზადებით ფრინველებს საკმარის დროს მისცემთ, რომ ის კარგად გამოიკვლიონ და სურვილის შემთხვევაში, ზამთრის თავშესაფრად გამოიყენონ.

წყლის მიწოდება მხოლოდ ზაფულში არაა საჭირო. ახალი, სუფთა წყალი საჭიროა სასმელად და აბაზანისთვის.

ასევე გაეცანით

Shopping cart

close
close
Start typing to see products you are looking for.
Set your categories menu in Theme Settings -> Header -> Menu -> Mobile menu (categories)
Scroll To Top

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube