შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი

პროექტი ‘შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი” მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზის ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების საერთო პრობლემების იდენტიფიცირებისა და და მოგვარებისთვის საჭირო მეთოდოლოგიის შემუშავებას.

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული იზრდება დაცული ტერიტორიების გამოყენება ადამიანის რეკრეაციული მიზნებისთვის, რამაც გამოიწვია უარყოფითი სოციალური და ეკოლოგიური შედეგები ამ ადგილებში. ანთროპოგენული წნეხი ტურისტულ სეზონზე ყველაზე ძლიერია. ყველა ქვეყანაში ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, ასევე გაკეთდა ანალიზი და დაიწერა ანგარიშები გარემოს დაცვის საკითხებზე. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად გამოვლინდა ნიადაგისა და წყლის დაბინძურება.

გეოგრაფიული და ეკონომიკური მახასიათებლების გამო, შავი ზღვის ბიოგეოგრაფიული რეგიონი და მიმდებარე ტერიტორიები განიხილება ინვაზიური სახეობების გავრცელების მხრივ მაღალი დონის საფრთხის შემცველ არეალად.

სხვადასხვა ქვეყანაში ინვაზიური სახეობების გავრცელების პრევენციისა და შეზღუდვის მიმდინარე ღონისძიებებს მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია. შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ ეკოტონის ზონები და დიდი მდინარეები, რომლებიც შავ ზღვაში ჩაედინება, ყველაზე მეტად საფრთხის წინაშე მყოფი ადგილებია დაცულ ტერიტორიაზე.

პროექტის ძირითადი შედეგი იქნება ინტელექტუალური პლატფორმის შექმნა გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზისთვის ინტერნეტით დაფუძნებული ღრუბლოვანი სერვისის საშუალებით, მონაცემთა ავტომატური შეგროვებისათვის უკაბელო სენსორული ქსელებიდან და ინტერნეტით დაფუძნებული ღრუბლოვანი მომსახურებით ვიდეო შინაარსისთვის

პროექტში მონაწილეობს 4 ქვეყანა: ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო და სომხეთი. პროექტის ხანგრძლივობა 24 თვეა, ანუ 2 წელი.

მონიტორინგის მეშვეობით შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, ჩვენ შევადგენთ მოხსენებას  შავი ზღვის აუზის დაცულ ტერიტორიებზე არსებულ და პოტენციურ ზემოქმედების ფორმებზე და, ასევე, ღონისძიებების ჩამონათვალს რომლებიც განსახორციელებელია დაბინძურების შენარჩუნებისა და მონიტორინგის ქვეშ მყოფი ძირითადი ტერიტორიების აღსადგენად.

საბოლოო შედეგისთვის ჩვენ ვგეგმავთ სამომავლო ღონისძიებების პროგრამის შემუშავებას, რომლების გამოყენება შესაძლებელი იქნება პროექტში შემავალი დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის განახლებულ გეგმებში, ასევე რეგიონული განვითარების პროგრამებში.

დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ინვაზიური სახეობების ერთობლივი მონიტორინგის მეთოდოლოგია ხელმისაწვდომი იქნება 5 ენაზე.

პროექტის განხორციელების ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია ტრანსსასაზღვრო ცენტის მშენებლობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში (კერძოდ ბულგარეთში)  და მდგრადი პარტნიორობის შექმნა პროექტში ჩართულ ხუთ ორგანიზაციას და დაცული ტერიტორიების შორის.

პროექტისთვის შეიქმნება კვლევითი ჯგუფი, რომელიც ერთად იმუშავებს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაზე, მონაცემთა და ინფორმაციის გაცვლაზე, პლატფორმის მეშვეობით ურთიერთქმედებაზე. ერთობლივი მუშაობის პროცესში შეიქმნებიან გუნდები, რომლებიც ერთად განაგრძნობენ მუშაობას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით პროექტის დასრულების შემდეგომაც.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა, სამომავლოდ უზრუნველყოფს ერთობლივი პროექტების,პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

ასევე გაეცანით

close
Start typing to see products you are looking for.
Set your categories menu in Theme Settings -> Header -> Menu -> Mobile menu (categories)

Shopping cart

close
Scroll To Top

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube