Uncategorized

ჭოროხის დელტაზე აღრიცხული ფრინველები ანგარიში, 2018 წლის გაზაფხული

2018 წლის გაზაფხულზე, საბუკომ ჩაატარა ჩიტებზე მონიტორინგი, ჭოროხის დელტაზე (აჭარა, საქართველო), ბათუმის სამხრეთით.  პროცესს უხელმძღვანელეს ზურაბ გურგენიძემ და დაჩი შოშიტაშვილმა, საბუკოს თანამშრომლებმა, ამა წლის 2-12 აპრილის ჩათვლით.

მიზანი: მიგრირებადი და არამიგრირებადი ფრინველების გამოვლენა და მათი არსებობის დადგენა.

მოკლე მიმოხილვა:

ყველა აღმოჩენილი სახეობა ფიქსირდება observado.org-ზე, სადაც 850 დაკვირვებაა ჩამოთვლილი. შესასწავლ ტერიტორიაზე სულ 104 სახეობაა გამოვლენილი.

2008 წლიდან ბათუმი პოპულარული გახდა ორნიტოლოგებს და ბუნებისდამცველებს შორის, როგორც „აღმოსავლეთ შავი ზღვის მარშრუტი“ (შავი ზღვის დასავლეთსა და დასავლეთ კავკასიის აღმოსავლეთს შორის). BRC-მ პირველად შეისწავლა მტაცებელ ფრინველთა საშემოდგომო მიგრაცია. ყველა საველე სამუშაო განხორციელდა ქვეითად, ბინოკლებისა და ტელესკოპის მეშვეობით, იდენტიფიკაციის და გამოთვლების შესრულების მიზნით.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი სახელი/გვარი/ორგანიზაცია/ მისამართი და ტელეფონის ნომერი და ჩვენ მოხარულები ვიქნებით გაგიზიაროთ ეს ანგარიში!

საკონტაკტო ელექტრონული ფოსტა: office@sabuko.ge

სათაურში მიუთითეთ: მიგრაციაზე დაკვირვება