საქართველოს რთული პოლიტიკური ეკოლოგია ჭაჭუნას აღკვეთილში

გამოქვეყნების თარიღი: 20 ივნისი, 2019

ავტორი: დავიდ ტომასი

ბოლო ორი საათის განმავლობაში  მწვანე ბორცვებზე ვიმგზავრეთ და ამ ხნის მანძილზე ერთი ადამიანიც კი არ მინახავს. ამჟამად, მე ჭაჭუნას აღკვეთილს ვსტუმრობ, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. მიმდინარე პროექტს BirdLife Europe და მათი ადგილობრივი პარტნიორი „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ (საბუკო) ახორციელებს. აღნიშნული ტერიტორია სრულად ცარიელი ჩანს ხალხისგან, თუმცა, ტერიტორია მრავალი სახეობისთვის მნიშვნელოვან ადგილსამყოფელს წარმოადგენს, სადაც მტაცებელი ფრინველის 25-ზე მეტი, ხოლო ბუს – 5 სახეობა იყრის თავს.

„აღნიშნული მინდვრები  რომ მნიშვნელოვანია, შარშანვე გამოვლინდა,” ამბობს ნათია ჯავახიშვილი, საბუკოს დირექტორი. „ამ მდელოებზე  ჩვენ ათი ათასამდე სარსარაკი დავთვალეთ. ისინი აქ უკანასკნელ პერიოდში გამოჩნდნენ – შესაძლოა ეს აზერბაიჯანში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდის შედეგი იყოს”. ჭაჭუნა ასევე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური დერეფანია, რომელიც დაკავშირებულია ვაშლოვანის ნაკრძალთან.

ბორცვებზე გადასვლისას, ბექობის არწივს ვამჩნევთ ამავდროულად, ველის ტოროლები და მეღორღიები მოულოდნელად ჩნდებიან გზაზე,  ადამიანებს კი აღნიშნული ადგილები უკაცრიელი ჰგონიათ. მნიშვნელოვნად ეროზირებულ ბედლენდებს  ველზე ხვლიკებივით სძინავთ, ჭიუხები კი ჰორიზონტს ქმნიან, რომელიც მდინარე ივრის ჭალის ტყეს ზოლივით მიუყვება უკან.

ჩვენ მიერ ადგილის აღქმა ხშირად პირველი ნახვისას  ყალიბდება. თუ ზაფხულის თვეებში ეწვევით ჭაჭუნას და შეხედავთ ფართო, დაცარიელებულ ადგილებს, თქვენ მთლიანი ამბის მხოლოდ ნაწილი გეცოდინებათ. მოცემული ტერიტორიები ზამთრის საძოვრებია დაახლოებით 140,000 ცხვრისთვის, თხებისა და პირუტყვისათვის, რომელიც სეზონურად ძოვს აქ იმ დროს, როდესაც საქართველოს ჯავახეთის მაღალმთიანი საძოვრები თოვლით იფარება. ჩვენი ვიზიტიც იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც უკანასკნელი ცხვარი მთისკენ მიეშურება.

ხალხის მიერ გამოწვეული სეზონური გაუდაბნოება არ არის ერთადერთი საკითხი, რაც ჩვენ გვაფიქრებს. მგზავრობის დროს, რამდენიმეჯერ შევამჩნიე მიტოვებული სახლები და პირუტყვის გასაჩერებელი ადგილები. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს, მავთულების გარეშე დგას, რომელიც მოსახერხებელი დასაჯდომი ადგილი გახდა შემთხვევითი არწივისათვის. მარინუს გებჰარდტი, პროექტის ბუნებრივი რესურსების მენეჯერი, განმარტავს, რომ ”აღნიშნული ინფრასტრუქტურა საბჭოთა პერიოდის 30 წლით თარიღდება, როდესაც მთლიანი ტერიტორია სოფლის მეურნეობისა და მეცხვარეობის განვითარებისათვის იყო გამიზნული. ამბობენ, რომ იმ დროს საქართველოში უფრო მეტი ცხვარი იყო, ვიდრე ადამიანი – 3 მილიონზე მეტი! როდესაც საბჭოთა პერიოდი დასრულდა, მატყლის ბაზარი ჩამოიშალა, შენობები კი მიტოვებულ იქნა. მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა ცხვრის სულადობა, ძირითადად, ხორცის საწარმოებლად, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, განსაკუთრებით ირანისა და ერაყის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის გამიზნული”.

ჭაჭუნას ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გადაჭარბებული ძოვებაა. დიდ ტერიტორიებზე რჩება ისეთი მცენარეთა სახეობა, როგორიცაა ავშანი. მარინუსის მონაყოლიდან გამომდინარე, დავუშვი, რომ საბჭოთა დროს ჭარბი ძოვება კიდევ უფრო პრობლემური იქნებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო. მარინუსმა ახსნა, რომ „იმ პერიოდში მეცხვარეებს რუსეთის ზამთრის საძოვრებზე ჰქონდათ წვდომა, დღესდღეობით, კი ცხვარი მხოლოდ საქართველოშია, სადაც ზამთრის საძოვრების სიმწირე შეინიშნება”.

ჭაჭუნაში ნაპოვნი პირუტყვის გასაჩერებელი ადგილები და არსებული ელექტრო ბოძები არ არის საბჭოთა დროის ერთადერთი დანატოვარი. უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ღირებულებისაა დალის წყალსაცავი, რომელიც საირიგაციოდ მოიაზრებოდა, თუმცა, შესაბამისი საფერმო ნაკვეთები არ მოწყობილა. მას შემდეგ, წყალსაცავი უფუნქციოდაა მიტოვებული. წყალსაცავის მოვლის არარსებობის პირობებში, წყალი ახლა კაშხლის ქვეშ ჟონავს და ნელა, თუმცა, სტაბილურად მიედინება ერთ-ერთი ფარიდან. ეკოლოგიური ეფექტი მდინარე ივრის ჭალის ტყეებზე ჯერ-ჯერობით არ არის შესწავლილი, მაგრამ აღნიშნული საბუკოს მიერ განხორციელდება აღდგენის პროექტის ფარგლებში წყლის გამოშვების მართვის შესაბამისი რეკომენდაციების შესამუშავებლად.

სატელიტის სურათზე დაკვირვებით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მდინარე იორი და ჭაჭუნას სტეპი არის განსხვავებული ეკოსისტემა, თუმცა, სინამდვილეში ისინი ერთმანეთთან ძლიერ კავშირშია. ზურაბ გურგენიძემ, პროექტის ეკოლოგმა განმარტა არსებული კავშირი: „ტიპიური სტეპური სახეობები დასალევად იყენებენ მდინარის წყალს იმ დროს, როდესაც მტაცებლები, მათ შორის, ბექობის არწივი, რომელიც ბუდეს ჭალის ტყის ხეებზე იკეთებს, იკვებება სტეპებში მობინადრე გველებითა და კურდღლებით. სტეპების კონსერვაცია მდინარის კონსერვაციის გარეშე და პირიქით – წარმოუდგენელია”.

ჭაჭუნაში თავს იყრის რამდენიმე საკითხი, რომელიც გამოწვევის წინაშე აყენებს ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენის პროცესს. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აყალიბებს ეკონომიკა, პოლიტიკა, გლობალური ბაზრები და საერთაშორისო კონფლიქტები გარემოს. ზაფხულის თვეებში ჭაჭუნა ველურია და ხალხისგან დაცარიელებული. აღნიშნული შინაარსით, პასტორალისტები და მათი პირუტყვი შესაძლოა შედარებით ველური, ბუნების სისტემის ნაწილად ჩაითვალოს; სეზონური გადაადგილება, ბუნებრივი რესურსების გამოყენება – დამუშავების ან აქტიური მართვის გარეშე – მანამ, სანამ გაქრება. თუმცა, ძოვების წნეხი კვლავ საკმაოდ მაღალია, რაც დასტურდება მკვეთრად გამოხატული ეროზიული პროცესებით, თხრილებითა და ავშნით. მარინუსი კვლავ მოგვიწოდებს  დაფიქრებისკენ: „ძოვების სიმძიმის მიუხედავად მრავალ ადგილას ისეთი სახეობები, როგორიცაა ავშანი, მაინც იარსებებს – ის ბუნებრივი ეკოლოგიის ნაწილია და ჩვენ არ ვიცით, რა არის კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით წვიმებით გამოწვეული ახალი ნორმა”. ჭაჭუნას ეკოლოგიის აღდგენის მიზნით, საბუკო მრავალ კომპლექსურ პრობლემასთან მუშაობს.

ჭაჭუნას მონახულების შემდგომ დასავლეთისკენ გავემართეთ პასტორალისტთა მიგრაციის გზის სანახავად. საკმაოდ ადრე ჩავედით და ვიხილეთ სვავისა და ფასკუნჯის ბრძოლა მიტოვებული კარკასისთვის, ასევე ვნახეთ მწყემსები, რომლებიც თხით მართულ მიმოფანტულ ფარას მჭიდროდ უყრიდნენ თავს. გადარეკვისას, ცხვრების ფარა თეთრი ისრის ასოციაციას ქმნის, რომელიც დანიშნულების ადგილისკენ მიემართება.

ასევე გაეცანით

Shopping cart

close
close
Start typing to see products you are looking for.
Set your categories menu in Theme Settings -> Header -> Menu -> Mobile menu (categories)
Scroll To Top

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube