საბუკოს მოსაზრებები სს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია, შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“, ქარის ელექტროსადგურის (50 მგვტ) მშენებლობა (ე.წ ნიგოზას ქარის სადგური). საპროექტო ტერიტორიას კვერნაკის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობები წარმოადგენს, სადაც 15 ქარის ტურბინის, ქვესადგურის, საჰაერო და მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა იგეგმება.

2020 წლის 6 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 110 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკრინინგის განცხადება. გადამცემი ხაზი დაახლოებით 11 კმ მანძილზე გადაკვეთს კვერნაკის ქედს, რომელიც არის „ზურმუხტის ქსელის“ დამტკიცებული საიტი (Kvernaki – GE0000046).

სკრინინგის ანგარიშში ვკითხულობთ: „ეგხ-ის საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ძლიერი ანთროპოგენული ზემოქმედების ქვეშ მყოფი არეალის ნაწილს. აქ ან საერთოდ არ გვხვდება ან წარმოდგენილია ღარიბი მცენარეული საფარი, რომელთა სამუშაოების დროს დაზიანებითაც ფლორისტულ გარემოზე რაიმე სახის ზიანის მიყენებას არ ექნება ადგილი. ეგხ-ს მშენებლობის გავლენის ზონაში სენსიტიური, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატები არ გამოვლენილა, ვინაიდან პროექტის არეალში მთლიანად ანთროპოგენული, ლანდშაფტია წარმოდგენილი“.

მაშინ როდესაც, ტერიტორია სწორედ მისი მაღალი საკონსერვაციო ღირებულებიდან გამომდინარე წარმოადგენს „ზურმუხტის ქსელის“ ნაწილს. დოკუმენტის თანახმად, არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის: „110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ,,ნიგოზა“-ს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელების შედეგად კუმულაციური ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის“. კვერნაკის ქედზე დაგეგმილია ორი ქარის სადგურის მშენებლობა (სს „კავკასიის ქარის კომპანიის“ და შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“).

ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში კი, ქედზე მინიმუმ 27 ტურბინა განთავსდება. 110 კვ ეგხ-ს მშენებლობა, რომელიც „ზურმუხტის ქსელის“ უბანს გადაკვეთს, დამატებით, ზრდის ზემოქმედებას ქედზე. მით უფრო, რომ ხაზობრივი ნაგებობები ჰაბიტატის ფრაგმენტაციას ახდენენ, გადამცემი ხაზები კი,  ფრინველთათვის მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნიან. აქედან, გამომდინარე, მცდარია დოკუმენტში მოყვანილი დასკვნა, რომ პროექტი კუმულაციურ ზემოქმედებას არ მოახდენს. სწორედ, კუმულაციური ზემოქმედებაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ქედზე გავრცელებული, ბერნის კონვენციით დაცულ სახეობებზე ზემოქმედების კუთხით. საქმიანობა უნდა დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და ასევე ჩაუტარდეს ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასება (ზზშ), ვინაიდან საპროექტო არეალი მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებისთვის და უნდა შეფასდეს პროექტის მოსალოდნელი ზემოქმედება, განსაკუთრებით კი, ეროვნულად და საერთაშორისოდ დაცულ სახეობებზე.

2020 წლის 6 აპრილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ ქარის ელ.სადგურის (50 მგვტ) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადება. ნიგოზას ქარის სადგურის სკოპინგის ანგარიშში ვკითხულობდით: „წინამდებარე დოკუმენტის მომზადების საკანონდებლო საფუძველს წარმოადგენს, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს II დანართის მე-3 თავის 3.9 ქვეთავი, რომლის მიხედვით, სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება ქარის ან/და ზღვის ტალღების ენერგიის მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოების მისაღებად დანადგარის მოწყობა და მისი ექსპლუატაცია. ამავე კოდექსის II თავის მე-7 მუხლის მე 13-ე ნაწილის მიხედვით, თუ საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს ამ კოდექსის II დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას და მიაჩნია, რომ ამ საქმიანობისთვის აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა, იგი უფლებამოსილია სამინისტროს ამ კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილი წესით წარუდგინოს სკოპინგის განცხადება (სკრინინგის ეტაპის გავლის გარეშე).

ასეთ შემთხვევაში გამოიყენება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. გამომდინარე იქედან, რომ ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ზურმუხტის ქსელის ნომინირებული უბნის „კვერნაკი GE0000046“-ის საზღვრებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება სკოპინგის ანგარიშის მომზადების თაობაზე.“ ნიგოზას გადამცემი ხაზის შემთხვევაშიც, არსებობს იდენტური გარემოება, რის გამოც, საქმიანობა უნდა დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

ამასთან, ნიგოზას ქარის სადგურის მშენებლობისათვის მომზადებული დოკუმენტაცია მოიცავდა მრავალ ხარვეზს, პირველ რიგში, არ იყო განხილული ადგილმდებარეობის ალტერნატივა. აქედან გამომდინარე, ასეთი სახის პროექტთან დაკავშირებით, კიდევ ერთი საქმიანობის განხორციელება (გადამცემი ხაზის გაყვანა) პრობლემურია.

ასევე გაეცანი

close
Start typing to see products you are looking for.
Scroll To Top

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube