საბუკოს მოსაზრებები სს „ენერგო – პრო ჯორჯიას“ 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტთან დაკავშირებით

შესავალი

2020 წლის 12 იანვარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდა განცხადება, რომლის თანახმადაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქალაქ ბათუმში დაგეგმილი აქვს 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (ეგხ) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება (ე.წ „ჭარნალის“ გადამცემი ხაზი).

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციას თან არ ერთვის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული დოკუმენტაცია, კერძოდ საქმიანობის ტექნიკური და არატექნიკური რეზიუმეები, რაც ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიან მონაწილეობას. ასევე, განცხადებას თან არ ერთვის საქმიანობის განხორციელების ადგილის shp ფაილები, რაც მნიშვნელოვანია საქმიანობის მასშტაბის აღსაქმელად. პროექტის გზშ-ის ანგარიში ხელმოწერილი არ არის იმ პირის/პირების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ მის მომზადებაში.

საპროექტო ტერიტორიად შერჩეული ჭოროხის დელტა  

პროექტის დოკუმენტაციის გაცნობის შემდგომ ნათელი ხდება, რომ გადამცემი ხაზი გადაკვეთს ჭოროხის დელტას (ეგხ #22 და #32 საყრდენებს შორის კვეთს ჭოროხის დელტას), რომელიც გარდა იმისა რომ წარმოადგენს „ზურმუხტის ქსელის“ დეზიგნირებულ/დამტკიცებულ საიტს (GE0000054), ამასთანავე არის ფრინველთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორია (SPA 15) და ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია (IBA – GE015).

მიუხედევად ტერიტორიის მნიშვნელობისა, დოკუმენტაციის გაცნობის შემდგომ, ცალსახაა რომ პროექტის განხორციელების ადგილის ალტერნატივის შერჩევა არ მომხდარა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით და გადამცემი ხაზის ტრასა მაინც გადაკვეთს ჭოროხის დელტას. საქმიანობის განმახორციელებელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 6 მარტის სკოპინგის დასკვნით მოეთხოვებოდა, რომ წარმოედგინა ეგხ-ს დერეფნის განთავსების ალტერნატიული ვარიანტები, შესაბამისი დასაბუთებით, მათ შორის, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით შერჩეული დასაბუთებული ალტერნატივა. საქმიანობის განმახორციელებელმა ამ მოთხოვნის შესრულება ვერ უზრუნველყო, ვინაიდან მათ მიერ  შერჩეული ალტერნატივა არ არის დასაბუთებული გარემოსდაცვითი თვალსაზრისით.

გარდა იმისა, რომ წარმოდგენილი ალტერნატივა არ არის დასაბუთებული გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, გზშ ანგარიშში ვკითხულობთ: „ცალსახად შეიძლება აღინიშნოს, რომ ადგილი აქვს გარემოებას, როდესაც ჭარნალის 110 კვ ეგხ-ს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა ვერ მოახდენს ზეგავლენას ზურმუხტის ქსელის ჭოროხის დელტის საიტის ხელსაყრელ (სახარბიელო) ეკოლოგიურ მახასიათებლებზე, ეგხ-ს ტრასის გასწვრივ ამგვარი მახასიათებლების არარსებობის გამო. შესაბამისად ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ 1992 წლის 21 მაისის #92/43/EC დირექტივის თანახმად ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების ცალკე შეფასების საჭიროება არ ვლინდება“.   „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ (N92/43/EEC) დირექტივის მეექვსე მუხლის თანახმად, ის საქმიანობა (პროექტი), რომელიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ზურმუხტის საიტის მართვასთან, ან მისთვის პირდაპირ საჭიროებას არ წარმოადგენს, მაგრამ შესაძლოა დამოუკიდებლად, ან სხვა საქმიანობასთან (გეგმები, პროექტები) ერთად მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს საიტზე, ექვემდებარება ზურმუხტის ქსელზე ზეგავლენის შეფასებას. ამგვარად, ვინაიდან ჭოროხის დელტა საციცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს გადამფრენი ფრინველებისათვის (რაც გზშ ანგარიშშიც ნახსენებია), ასევე მნიშვნელოვანი ტერიტორია არის „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციით“ („ბერნის კონვენცია“) დაცული სახეობებისთვის, აუცილებელია მოხდეს დაგეგმილი საქმიანობის ზემოქმედების შეფასება ჭოროხის დელტის „ზურმუხტის ქსელის“ საიტზე, მისი წარმოდგენა დაინტერესებული საზოგადოებისთვის და შემდგომ მოხდეს სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღება.

დოკუმენტის თანახმად, გადამფრენი ფრინველებისათვის რისკ ფაქტორებად მიჩნეული იქნა ეგხ-ს საყრდენებთან (ან სადენებთან) შეჯახება, აგრეთვე ფრინველის ელექტროშოკით დაზიანება. ტერიტორიის მოკლვევის დროს განხორციელებული კვლევები შემოდგომასა და ზაფხულში (10-13 ოქტომბერი; 8-10 ივნისი) საკმარისი დრო არ არის იმისათვის, რომ სრულად განისაზღვროს ფრინველებზე მოსალოდნელი ზემოქმედება, მით უფრო, ტერიტორიის კონსერვაციული ღირებულებიდან გამომდინარე.  კვლევა რომ სრულყოფილი არაა, ამაზე გზშ ანგარიშში წარმოდგენილი ჩანაწერიც მეტყველებს: „სამწუხაროდ კოვიდ ვირუსული ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ადრე გაზაფხულზე დაკვირვება ვერ მოხერხდა“.

ჭოროხის დელტა თანდათან უფრო პოპულარული ადგილი ხდება ფრინველთა დამკვირვებლებისთვის, რომლებიც ასევე უზრუნველყოფენ მიმდებარე სოფლებში ტურისტული საქმიანობის განვითარებასა და მოსახლეობისთვის ეკონომიკურ სარგებელს. გზშ ანგარიშში ვკითხულობთ: „შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლები, მტაცებელი ფრინველების მრავალრიცხოვანი მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად 800.000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ, ამ ფაქტის გამო აღნიშნული ადგილები მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მესამეა. იგი ცნობილია “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელით. აქ შემოდგომის პერიოდში სკანდინავიიდან, რუსეთის ტყეებიდან და ცენტრალური აზიიდან 35 სახეობის გადამფრენი მტაცებელი მიფრინავს სამხრეთით აფრიკისაკენ გამოსაზამთრებლად. სწორედ რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს ამდენი ფრინველის ერთ ადგილზე თავმოყრას, რაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღების უტყუარი წინაპირობაა. ფრინველთა სამიგრაციო დერეფნის (ე.წ. „ყელის“ ან ბათუმის „ყელის“) არეალში განხორციელებული დაკვირვების მონაცემების შესაბამისად შემოდგომის მიგრაციისას 34 სახეობის 800.000 მდე ფრინველი დაფიქსირდა“.

გარდა ეკონომიკური სარგებლისა, მნიშვნელოვანია რომ გათვალისწინებული იყოს  2014 წელს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება და საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს რეგულარულად მიგრირებადი სახეობების დაცვის მიზნით კონსერვაციის სპეციალური ზომების მიღება, რაც შეუსაბამობას წარმოქმნის დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.

 იხილეთ დოკუმენტი 

ასევე გაეცანით

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube
Start typing to see products you are looking for.