საბუკოს განცხადება კასპის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით

2019 წლის სექტემბრიდან “საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო” წარმართავს ადვოკატირების პროცესს, კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაკის ქედზე, დაგეგმილი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.

კვერნაკის ქედი წარმოადგენს ბერნის კონვენციით დაარსებულ “ზურმუხტის ქსელის” უბანს ამასთანავე, ქედი ფრინველთა სახეობებისათვის დაცვის სპეციალური არეალია.

კვერნაკის ქედის ღირებულება და მნიშვნელობა ფრინველთა კონსერვაციისთვის, განაპირობებს იმას, რომ ტერიტორია სათანადოდ იყოს დაცული სახეობებისთვის საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურული პროექტებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედებისგან. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურების სრულყოფილად ჩატარება კი, ამისათვის აუცილებელი წინაპირობაა. სანაცვლოდ, პროექტზე მიმდინარე ადმინისტრაციულმა წარმოებამ, ცხადად აჩვენა მთელი რიგი მანკიერებები, რომლებიც თან ახლავს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაითვალისწინა საბუკოს მოსაზრებები პროექტის დოკუმენტაციის ხარვეზებით მომზადებასთან დაკავშირებით, რაც წესით, მათ მიერ, უარის თქმის გადაწყვეტილების საფუძველი უნდა გამხდარიყო, თუმცა მივიღეთ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამო ქმედებები.

პირველ რიგში, მთავრობასა და კომპანიას შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის დაწყებამდე, გაფორმებული მემორანდუმი სამინისტროს ხელს უშლის. კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამის გამოხატულებაა კომპანიისთვის ხარვეზების გამოსასწორებლად არაერთხელ მიცემული შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო სამჯერ ეცადა კომპანიას გამოესწორებინა ხარვეზები, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაარსობრივად, ის საკითხები რაზეც საბუკო და თავად სამინისტრო მიუთითებდა კვლავ პრობლემურად რჩება.

კომპანიის მიერ მესამედ წარმოდგენილი ინფორმაციაც ვერ პასუხობს იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც შეეხება ალტერნატივების განხილვას, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასებასა და ქარის სადგურების (სს „კავკასიის ქარის კომპანიის“ და შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“) მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების საკითხებს.

კიდევ ერთხელ, პარტნიორ ორგანიზაცია – BirdLife International-თან ერთად მოვუწოდებთ სამინისტროს:

• არ გასცეს დადებითი გადაწყვეტილება ამგვარი ნაკლოვანებებით მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე, როდესაც სამინისტროს მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული კომპანიის მიერ; უარი ეთქვას კომპანიას კვერნაკის ქედზე პროექტის განხორციელებაზე;

• სამინისტრომ მხედველობაში უნდა მიიღოს კუმულაციური ზემოქმედება, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს დაგეგმილი პროექტების განხორციელებამ და საფრთხე შეუქმნას 4 ბერნის კონვენციით დაცულ სახეობებს, ასევე, კვერნაკის ქედს, როგორც ზურმუხტის ქსელის საიტს;

• როგორც ბერნის კონვენციის ხელმომწერმა, საქართველომ უნდა შეასრულოს კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნები, აგრეთვე, ის ვალდებულებები, რომლებიც ეკისრება ასოცირების ხელშეკრულებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსი დოკუმენტაცია, რომელიც კვალიფიციურად ვერ აფასებს გარემოზე მოსალოდნელ ზემოქმედებას, სამინისტროს არ აძლევს შესაძლებლობას გასცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. დადებითი გადაწყვეტილება შეუსაბამო იქნება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

საბუკოს განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.

ასევე გაეცანით

close
Start typing to see products you are looking for.
Set your categories menu in Theme Settings -> Header -> Menu -> Mobile menu (categories)

Shopping cart

close
Scroll To Top

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube