რატომ ჯანდარის ტბა?

ქალაქ რუსთავიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ჯანდარის ულამაზესი ტბა, რომელიც დამსვენებლებისთვის მცირე რეკრეაციულ ზონას, ფრინველმზირებისათვის კი საინტერესო ჰაბიტატს წარმოადგენს.

ჯანდარის ტბის გზად, მცირე – მცირე დაჭაოებებულ ტერიტორიებზე ბევრ მრავალ საინტერესო სახეობის ფრინველს შეიძლება შეხვდეთ. ნათელი ფერების გამო მცირე თეთრი ყანჩა ყველაზე ადვილად მოგხვდებათ თვალში, სიჩუმეს კი ღაჟოების ჟღურტული დაგირღვევთ.

გზად აღმოაჩნეთ ჭალებსაც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო მშრალ, გასტეპებულ არეებად გადაიქცნენ.

იქვე სანაპიროზე კი მეთევზე ნავში ისვენებს.

ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. XIX საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. 1927 წელს ტბა დააშრეს, ხოლო 1928 წელს ხელახლა შეავსეს. ზაფხულში ტემპერატურა 30-32°C-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°C), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს. ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ტბას უერთდება გარდაბნის არხი.

ატმოსფერული და მიწისქვეშა წყლების მონაწილეობა მის კვებაში უმნიშვნელოა. ტბას არ აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით.

ჯანდარის ტბის სახეცვლილებამ ის დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა. მდინარე მტკვირს მიერ მოტანილი ნაგავი და დამაბუნძურებული ნივთიერებები ტბის ცოცხალ სამყაროს საფრთხეს უქმნის, წყლის რესურსების არარეგულირებადი გამოყენება კი ტბის დონეს მნიშვნელოვნად ცვლის.

დაბინძურების გარდა ტბისთვის საფრთხეს წარმოადგენს უკანონო თევზაობაც.

ჯანდარის ტბას მიგრაციისას და საზამთროდ 20000-მდე წყალმცურავი ფრინველი იყენებს. მათ შორისაა: 500-700 წითელთავა ყვინთია; 200-300 წითელი იხვი; 10000-15000 გარეული იხვი; 800-1500 ჭიკვარა, მცირე რაოდენობით თეთრთვალა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია, ამაყა და მცირე ბატასინა; 80-100 ქოჩორა ვარხვი; 200-500 დიდი ჩვამა.

წელს ტბაზე მოსვლა მხოლოდ ადრეულ შემოდგომას მოვახერხეთ, როცა ფრინველთა ბუდობა უკვე დასრულებელია. ირგვლივ ბოლოქანქარები, ჩიბუხასებრნი, მეჭვავიასებრნი და მენაპირეები საკვებს დაეძებენ. ლელსა და ლაქაშში კი შოშიები და მეჩალიები ფუსფუსით დაეძებენ მცირე ზომის მწერებს, ბექობის არწივი კი, რომელიც ახლოსვე ბინადრობს, შორიდან ათვალიერებს ჯანდარის ტბას.

ტელესკოპით ადვილად შეგვიძლია დავაკვირდეთ სხვადასხვა სახის თოლიებს, ფრთათეთრ თევზიყლაპიას ან კიდევ ასამდე ივეოსი დავთვალოთ.

უცებ გამოჩენილი ხონთქრის ქათმის ნახვა კი ნამდვილი სიამოვნებაა.

დილის დასასრულს მზეც უკვე აუტანლად გვაჭერს და ფრინველების აქტივობაც კლებულობს, ამიტომ ხვალამდე ვემშვიდობებით ჯანდარის ტბას.

ჯანდარის ტბა გლობალურად მნიშვნელოვანი ადგილია, ჩვენს ენაზე, მას ფრინველთათვის მნიშვნელოვა ადგილს უწოდებენ.

მეტი ადგილის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: SPA 6 / IBA GEO27 http://aves.biodiversity-georgia.net/spa-n-6

ნანახი სახეობები იხილეთ ბმულზე: https://ebird.org/hotspot/L3961053

ასევე გაეცანით

Shopping cart

close
close
Start typing to see products you are looking for.
Set your categories menu in Theme Settings -> Header -> Menu -> Mobile menu (categories)
Scroll To Top

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube