ნარჩენები

ნარჩენები

ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ყველაფერი, რაც არსებობს, საბოლოოდ ისევ ბუნებრივ რესურსებს უბრუნდება. თუმცა, რა ვთქვათ ზედმეტ ნარჩენებზე? ხშირად ხდება, რომ იმ ნარჩენებს ვყრით, რომელთა გამოყენება მეორედაც შეიძლება. თუმცა, პოლიეთილენის პარკები ხეებზე არ იზრდებიან. მათი დაწვისას ტოქსიკური ნარჩენები გამოიყოფა. გადაყრისას კი ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენს სასმელ წყალს.

რისი გაკეთება შეგვიძლია?

ერთი გზა იმ პროდუქტების ყიდვაა, რომლებიც ზედმეტად, საჭიროების გარეშე არ არიან შეფუთული. მეორე გზა დახარისხებაა.

კომპოსტირება

ის ორგანული ნარჩენები, როგორებიცაა ეზოში მცენარეების გასხვლისას დარჩენილი ტოტები, საჭმლის ნარჩენები სამზარეულოდან და ა.შ, მთლიანი ნაგვის 40%-ს წარმოადგენენ.  მათი ბუნებრივად გადამუშავება ნაგავსაყრელებზე წაღებული ნარჩენების რაოდენობას ამცირებს.

კომპოსტირება გადამუშავებაა

კომპოსტირებით ადვილად შეიძლება ბაღის თუ სამზარეულოს ორგანული ნარჩენების მუქ, ფხვიერ, ტკბილსურნელოვან ნიადაგის დანამატად გადაქცევა. ის აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ატენიანებს მას, მცენარეებისთვის საკვებ ნივთიერებებს წარმოადგენს და სასარგებლო მიკრორგანიზმებს ეხმარება. როდესაც კომპოსტს ნიადაგს უმატებთ, მცენარეების სიჯანსაღისთვის გამანაყოფიერებელი ნივთიერებების შეძენა აღარ გიწევთ. ამის გარდა, სახლში მოყვანილი ხილი და ბოსტნეული არ შეიწოვენ მავნე ნივთიერებებს.

კომპოსტირებითის რამოდენიმე გზა არსებობს. თუ რომელს გამოიყენებთ, თქვენს სივრცეზეა დამოკიდებული.

გროვა, შემოსაზღვრული ადგილი, სათლი თუ კომპოსტის ყუთი – ამ საშუალებებით თქვენი პროექტის განხორციელება პატარა, შემოსაზღვრულ ადგილას შეიძლება. აირჩიეთ თქვენთვის შესაბამისი ზომის, ფინანსების, სტილისა თუ სირთულის მიხედვით.  კარგი იქნება, კონსტრუქციის პროცესში მეორად მასალებსა თუ უკვე გამოყენებულ კონტეინერებს გაითვალისწინებთ.

გროვა

ეს კომპოსტირების ყველაზე არაორგანიზებული ფორმაა და ყველაზე ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. უბრალოდ შეარჩიეთ ეზოს კუთხე და მოათავსეთ  ნარჩენები. აცადეთ, რომ დაჯდეს. 1 ან 2 წელიწადში ისინი კომპოსტად გადაიქცევა. თუ გროვას პერიოდულად გადააბრუნებთ, ნარჩენები უფრო მარტივად გაიხრწნება.

შემოღობილი ადგილი

მათ ძირითადად ჩვეულებრივი მავთულის ღობით აკეთებენ. ადვილია დასამზადებლად, იაფია და კომპოსტის გროვაც უფრო ორგანიზბულია.

იმისათვის, რომ ნარჩენების დაშლა დააჩქაროთ, ახსენით მავთული, გადაიტანეთ შემოღობილი ადგილი გვერდით და კომპოსტი მასში ჩააბრუნეთ.

ყუთები

მათი აშენება ხისგან და მავთულისგან შეგიძლიათ. იყიდება გამზადებული ვარიანტებიც. მთავარია, დაცული იყოს მღრღნელებისაგან, რომლებსაც ძალიან უყვართ სამზარეულოს ნარჩენები.

მნიშვნელოვანია!

  • გროვა, ყუთი თუ შემოღობილი ადგილი არ უნდა იყოს ბეტონზე! ნიადაგის მიკროორგანიზმებს უნდა შეეძლოთ პროცესში ჩართვა!
  • პროცესისათვის ნესტიც საჭიროა. თუ პირობები მშრალია, მოასხურეთ ცოტაოდენი წყალი დროდადრო. არ გაჟღინთოთ! დალპობის შემთხვევაში ცუდი სუნი ექნება!
  • ჟანგბადი საჭიროა. თქვენს სათლს თუ ყუთს გაუკეთეთ პატარა საჰაერო ხვრელები.

სათლი

ეს ყველაზე კარგი ვარიანტია მათთვის, ვინც ეზოიან სახლში არ ცხოვრობს, ან მცირე ფართი აქვს. თავსახურავიანი, დიდი ზომის სათლის მოძებნა გამოყენებულ ნივთებშიც შეგიძლიათ. ისინი რესტორნებმა და დიდმა სუპერმარკეტებმაც შეიძლება მოგცენ.

მოურიეთ კომპოსტისა და ნიადაგის ნაზავს კვირაში ერთხელ ან ორჯერ. სათლი მხოლოდ ნახევრად აავსეეთ, მორევა რომ გაგიადვილდეთ.

ყუთი ჭიებით

ასეთი ყუთის გამოყენება შეიძლება როგორც შიგნით, ასევე გარეთ. კომპოსტირების ეს გზა განსაკუთრებით პოპულარული სკოლებშია.

ჭიები დღიურად თავიანთი სხეულის წონას ჭამენ. თუმცა, საკმაოდ პრეტენზიულები  არიან. ბაღის გასხვლისას დარჩენილ ტოტებს ახლოს არ ეკარებიან, თუმცა სიამოვნებით მიირთმევენ ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენებს სამზარეულოდან.

ჭიაყელების ყუთის გაკეთება სახლშიც შეიძლება. მთავარია, საკვებისათვის საკმარისი ხვრელები ჰქონდეს.

კომპოსტირება ჭიაყელების გამოყენებით

მატლებით კომპოსტირება სახალისოა და თან ბოსტნეულისა და ხილის ნარჩენებს ნოყიერ სასუქად გარდაქმნის.

მასალა:

ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენები, ნაფრცქვენები, გაზეთები და ჭიაყელები. დასაწყისისთვის აიღეთ: 2:1 ჭიაყელები საკვების ნარჩენებზე. მაგალითად 900 გრამი ჭიაყელები 450 გრამ ნარჩენებზე.

მითითებები:

დააქუცმაცეთ და ოდნავ დაანესტიანეთ ძველი გაზეთები. დააფინეთ ის კარგად განიავებად, პლასტმასის ან ხის ყუთში. გამოიყენეთ მხოლოდ შავ-თეთრი გვერდები.

დაამატეთ ჭიაყელები და დაუწყეთ გამოკვება სამზარეულოს ნარჩენებით. არ გამოიყენოთ ხორცის პროდუქტები!

  1. პერიოდულად დაამატეთ ახალი ნაჩენები. ჭიაყელებისაგან მიღებული კომპოსტის აღება შეგიძლიათ 3-6 თვეში.
  2. კომპოსტის ამოღება შეგიძლიათ შემდეგნაირად: გადაიტანეთ მთლიანი მასა ყუთის ნახევარში და მეორე ნახევარში ჩააფინეთ ახალი გაზეთი და ნარჩენები. ჭიაყელები მეორე მხარეს თავისით გადავლენ.

სათლში კომპოსტირების ინსტრუქციები:

სამზარეულოს ნარჩენების გადამუშავების ყველაზე ყველაზე კომპაქტური გზა. უკეთესია, თუ 5 გალონის ტევადობის სათლს აიღებთ.

მასალა:

სამზარეულოს ნარჩენები, მშრალი მასალა (ნიადაგი, ნახერხი, მშრალი ტორფის ხავსი (სფაგნუმი).

დაკუწეთ ნარჩენები და შეურიეთ იგივე რაოდენობის მშრალ მასალას. მინიმუმ კვირაში ერთხელ მოურიეთ. თუ ძალიან ნესტიანია, გადაურიეთ მეტი მშრალი მასალა.

საფუძვლიანად მოურიეთ ნარჩენების დამატებისას.

როდესაც სათლის ¾ სავსე იქნება, შეწყვიტეთ ნარჩენების დამატება. 1-3 თვის განმავლობაში მხოლოდ მოურიეთ.

გამოიყენეთ მიღებული კომპოსტი ბაღში ან სათბურში.

ასევე გაეცანით

Shopping cart

close
close
Start typing to see products you are looking for.
Set your categories menu in Theme Settings -> Header -> Menu -> Mobile menu (categories)
Scroll To Top

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube