გახადე შენი ფანჯრები ფრინველებისათვის უსაფრთხო

ოდესმე თუ გაგიგონია შუშასთან შეჯახების ყრუ ხმა, ადგილზე მისულს კი ძირს დავარდნილი ფრინველი გინახავს?

გამჭვირვალობა

ფრინველების ზედაპირებთან შეჯახების ყველაზე გავრცელებული მიზეზი გამჭვირვალობაა. ფრინველი შუშის იქით ხეს, ცას ან მიმზიდველ ლანდშაფტს ხედავს და მას ეჯახება. საფრთხე იზრდება გამჭვირვალობის და შუშის ფართობის პარალელურად.

არეკვლა

მეორე მიზეზი არეკვლაა. დაბურული ზედაპირი ირეკლავს შუქს, გარემოს. ამიტომაც ფრინველი შეცდომაში შედის და პირდაპირ მისკენ მიფრინავს. ლანდშაფტში არსებულ ამრეკლავ ზედაპირებს იგივე ეფექტი აქვთ.

შუშაზე მიკრული სტიკერები და სხვა ნივთები ამცირებენ შეჯახების რისკს და ეხმარებიან ფრინველს გააცნობიეროს, რომ მის წინ მყარი ზედაპირია.

და მაინც, რატომ არ შეუძლიათ ფრინველებს შუშის დანახვა, ჩვენგან განსხვავებით?

ფრინველებს ძალიან კარგი მხედველობა აქვთ. თანაც, თვალების განლაგების გამო 360° -იანი კუთხით შეუძლიათ დანახვა, რაც ძალიან გამოსადეგია მტაცებლებისაგან თავდაცვის თუ პოტენციური პარტნიორის პოვნისას. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე არე ხვდება ორივე თვალის მხედველობის ქვეშ, რაც წინა ხედზე ფოკუსირებას აძნელებს.

ამის შედეგად ფრინველები მხოლოდ იმას ხედავენ, რაც შუშის იქით მოჩანს, ან მასში არეკლილ ხეებს ნამდვილად აღიქვამენ. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ევოლუციის კუთხით, ფრინველებს არასოდეს დასჭირვებიათ შუშის დანახვა – ის მხოლოდ ბოლო ხანებში, ქალაქების ზრდასთან ერთად გახდა პრობლემა.

კიდევ ერთი, ნაკლებად ცნობილი მიზეზი ხელოვნური განათებაა. განსაკუთრებით იმ ფრინველებისათვის, რომლებიც ღამით მიგრირებენ. ისინი გზის გასაკვლევად მთვარისა და ვარსკვლავების შუქს იყენებენ. ხელოვნური განათება მათ იზიდავს და შუშასთან შეჯახების რისკს საგრძნობლად ზრდის.

ყველაზე სახიფათო კონსტრუქციები

მაღალი შენობები შუშით – ყველაზე მარტივად მისახვედრი პასუხია.  მათი ზედაპირი სარკისებურია.

შემდეგი საფრთხე კუთხეებია, რომელთა ორივე მხარეც შუშით არის დამზადებული – აივნები, შენობების კიდეები. ასეთივეა გამჭვირვალე ავტობუსის გაჩერებები. ტექნიკურად, ნებისმიერი გამჭვირვალე ზედაპირი, სახლის ფანჯრების ჩათვლით.

შექმენი ფანჯრის დეკორაცია, რათა დაეხმარო ფრინველებს შუშის დანახვაში

გამოიყენე კაშკაშა ფერები. წითელი და ფორთოხლისფერი მათთვის ყველაზე მარტივად აღსაქმელი ფერებია. შეგიძლია შექმნა სტიკერები ან გააფორმო შუშა მათი საღებავებით დახატვით.

მითები და რეალობა

შავი სტიკერები ყველაზე კარგად ჩანს: არასწორია. ფანჯრები ხშირად გარედან მუქად ჩანს და სტიკერის სილუეტმა შესაძლოა არ შექმნას საკმარისი კონტრასტი. ამის მაგივრად  სცადეთ წითელი და ფორთოხლისფერი ფერების ჩრდილები – ისინი უფრო ეფექტურია, ვიდრე მწვანე და ლურჯი.

მტაცებელი ფრინველის სილუეტი პატარა ფრინველებს დააფრთხობს: ლოგიკური ჩანს, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს სიმართლეა.

ერთი სტიკერი საკმარისია: არასწორია. ფრინველები შეჩვეულები არიან ძალიან პატარა სივრცეებს შორის ფრენას – გაიხსენეთ, რა მოხერხებულად დაფრინავენ ტოტებს შორის. ასე რომ, ერთი სტიკერი არაა საკმარისი. რეკომენდაციის მიხედვით, მათ შორის მანძლი 10-15 სმ უნდა იყოს.

გამოიყენეთ შემდეგი წესი – თუ ადგილი მოზრდილი ადამიანის ზელის გულზე დიდი ზომისაა, ფრინველი მასში გაძრომას მაინც შეეცდება.

ამის მიუხედავად, ნებისმიერი რაოდენობის სტიკერი სჯობს სულ არაფერს.

სტიკერები ფანჯრის შიგნით უნდა იყოსარ არის მართალი. თუ შეგიძლიათ, ფანჯრის გარედან გააკარით, რომ არეკვლადობა შეამციროს.

ფანჯარაზე გაკრული სტიკერები ცუდად გამოიყურება: სულაც არა! უამრავი დიზაინია, რომელთა მოსინჯვაც შეგიძლიათ!

სხვა იდეები

ჩამოკიდეთ ბადისებრი ფარდები ან ჟალუზები – დახურეთ ისინი, როცა გარეთ იქნებით.

გამორთეთ შუქი, როდესაც ის არ გჭირდებათ – ეს არა მხოლოდ გარემოსა და თქვენი ბიუჯეტისთვის იქნება სასარგებლო, ღამის ფრინველებსაც ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის.

ეს პრაქტიკა ცათამბჯენებშიც კი დაინერგა. მაგალითად, მიგრაციის პერიოდში ბონში, გერმანიაში საფოსტო ცათამბჯენი ყოველ ღამით აქრობს შუქს.

თუ თქვენს ფანჯარას ფრინველი მაინც შეეჯახა და უმოძრაოდ წევს, შესაძლოა მკვდარი არ იყოს. მოათავსეთ ბნელ ყუთში ერთი საათით, სადაც გონზე მოვა, დამშვიდდება და შემდეგ  შესაძლოა მზად იყოს გარემოში დასაბრუნებლად.

მართალია, ქალაქების ზრდასთან ერთად შუშის ზედაპირთან შეჯახება დიდი პრობლემაა, თუმცა მისი გადაჭრა იოლია – უფრო და უფრო მეტი შენობის პროექტი ითვალისწინებს ფრინველების უსაფრთხოებას – სკოლები, ოფისები, გალერეები, ზოოპარკებიც კი. ადამიანები ცდილობენ, ფრინველებისათვის უსაფრთხო გარემო ლამაზიც გახადონ და თქვენც შეგიძლიათ მისი ნაწილი გახდეთ.

ასევე გაეცანით

Shopping cart

close
close
Start typing to see products you are looking for.
Set your categories menu in Theme Settings -> Header -> Menu -> Mobile menu (categories)
Scroll To Top

HEY YOU, SIGN UP AND CONNECT TO SABUKO!

Be the first to learn about our latest trends and get exclusive offers

Will be used in accordance with our Privacy Policy

Facebook Twitter Instagram YouTube