Uncategorized

ბორჯომ – ხარაგაულის ეროვნული პარკის ფრინველები

წიგნის მოკლე შინაარსი:

ბორჯომ  – ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, აჭარა – იმერეთის ქედის აღმოსავლეთ მონაკვეთის  ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე და წარმოადგენს მცირე კავკასიის ნაწილს. იგი 76 000 ჰეკტარზე მეტს მოიცავს, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1%-ს შეადგენს. ფართობის მიხედვით ეს პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. მთის ტყეების დიდი ნაწილი შემორჩენილია ხულუხლებელ მდომარეობაში. მრავალრიცხოვანი ენდემური და რელიქტური და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები შეგიძლიათ იხილოთ ბორჯომ – ხარაგაულის ეროვნულ პარკის ტყეებში, მის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე. ბუდობის, მიგრაციის და ზამთრის დროს აქ 200 -მდე სახეობის ფრინველი გვხვდება, რაც საქართველოს ნახევარზე მეტს შეადგენს.

 

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი სახელი/გვარი/ორგანიზაცია/ მისამართი და ტელეფონის ნომერი და ჩვენ მოხარულები ვიქნებით გაგიზიაროთ ეს წიგნი!

საკონტაკტო ელექტრონული ფოსტა: office@sabuko.ge

სათაურში მიუთითეთ: ბორჯომის ჩიტები – ხარაგაულის ნაციონალური პარკი