ბექობის არწივი საერთაშორისო წითელ ნუსხაშიც მოწყვლად სახეობადაა მონიშნული, რომლის პოპულაცია გლობალურად მცირდება.
2015 წლიდან საბუკო ბექობის არწივის სტატუსის გასაუმჯობესებლად კონსერვაციულ საქმიანობას ეწევა. ბექობის არწივებისთვის გადამცემების დამაგრება, ბუდეების პოვნა და ფოტოხაფანგების დამონტაჟება, მათზე დაკვირვება და შესწავლა ამ საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამ დრომდე ორგანზიაციამ 15 მართვეს დაუმაგრა GPS გადამცემები, რომელთა მოძრაობის ტრაექტორიასაც ყოველდღიურად აკვირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის მხოლოდ 1 მათგანია ცოცხალი, რადგან 9 მართვე იმსხვერპლა ელექტროგადამცემმა ხაზებმა, 1 ბრაკონიერებმა, ხოლო 4 გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.