About SABUKO

This author has not yet filled in any details.
So far SABUKO has created 31 blog entries.

კავკასიური როჭო

კავკასიური როჭო Lyrurus mlokosiewiczi ქათმისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, რომლის წონაც 600-1,100 გრ-ამდე მერყეობს. ის კავკასიის რეგიონის ენდემურ სახეობად ითვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს მასშტაბით გვხვდება მხოლოდ კავკასიის მთიანეთში, როგორც დიდ, ასევე მცირე კავკასიონზე.   ქვეყნების მიხედვით გავრცელებულია: საქართველო (7,551-15,759 მოტიხტიხე მამრი), აზერბაიჯანი (700-3,000 მოტიხტიხე მამრი), რუსეთი (1,500-3,500 მოტიხტიხე მამრი), სომხეთი (200-400 მოტიხტიხე მამრი), [...]

კავკასიური როჭო 2018-02-20T12:45:53+00:00

ბატკანძერი (წვერებიანი სვავი, ყაჯირი ან კრავიჭამია )

ბატკანძერი (წვერებიანი სვავი, ყაჯირი ან კრავიჭამია ) / Gypaetus barbatus / bearded vulture (lammergeier) ბატკანძერი (Gypaetus barbatus) ერთ-ერთია იმ ოთხ ლეშიჭამია ფრინველთაგან, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, რომლის ფრთაშლილიც 266-282 სმ აღწევს. მისი ძირითადი პოპულაცია ევრაზიის კონტინენტზეა ლოკალიზებული, გარდა ამისა გავრცელებულია აფრიკაშიც. მისი მსოფლიო პოპულაცია საშუალოდ 1,000–10,000 ინდივიდს უდრის, აქედან 580–790 წყვილი ევროპაშია აღრიცხული. ბატკანძერის პოპულაცია [...]

ბატკანძერი (წვერებიანი სვავი, ყაჯირი ან კრავიჭამია ) 2018-02-09T16:03:14+00:00

ფრინველთა ინდიკატორი სახეობები, რომლებმაც გვიხსნეს ეკოლოგიური კატასტროფისგან

წინა სტატიაში ვისაუბრეთ, თუ რაოდენ დიდი დახმარება შეუძლიათ გაგვიწიონ ფრინველებმა ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებაში. მოდით ამჯერად განვიხილოთ მსოფლიოში მომხდარი კონკრეტული მაგალითები. 1950-იან წლებში ევერგლეიდსში (ფლორიდა, აშშ)  დაიწყეს არხებისა და ჯებირების მშენებლობა, რათა შეეცვალათ წყლის მიმართულება. ევერგლეიდსი ჭარბტენიანი ადგილების მოყვარული ფრინველებისთვის საბუდარ ადგილს წარმოადგენდა. ფრინველების პოპულაცია კი დამოკიდებულია მათი მსხვერპლი სახეობების (ამფიბიები, რეპტილიები, თევზები და სხვა) რაოდენობაზე. [...]

ფრინველთა ინდიკატორი სახეობები, რომლებმაც გვიხსნეს ეკოლოგიური კატასტროფისგან 2018-02-06T22:22:10+00:00

კავკასიური შურთხი

  კავკასიური შურთხი, ქათმისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, რომლის წონაც 1,500-1,900 გრ-ამდე მერყეობს. ის კავკასიის რეგიონის ენდემურ სახეობად ითვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს მასშტაბით გვხვდება მხოლოდ კავკასიის მთიანეთში, კერძოდ დიდი კავკასიონის მთათა სისტემაში.   ქვეყნების მიხედვით გავრცელებულია: საქართველოში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. მისი საშუალო პოპულაცია 3,300-16,000 წყვილამდე მერყეობს, რაც 7,000-32,000 ინდივიდს უდრის. (BirdLife International [...]

კავკასიური შურთხი 2018-02-05T18:04:12+00:00

ფრინველები როგორც გარემოს ჯანმრთელობის ინდიკატორები

ადამიანებმა უამრავი ხელსაწყო გამოიგონეს ეკოსისტემის მდგომარეობის შესამოწმებლად. მაგალითად, ჭაობიან ადგილებში წყლის ხარისხის შესამოწმებლად, მეცნიერი იყენებს სენსორს, რათა გაიგოს წყალში არსებული ჟანგბადის დონე. ასევე ლაბორატორიული ანალიზით შესაძლებელია დადგინდეს მძიმე მეტალების შემცველობა ნიადაგში. თუმცა არსებობს გზებიც, რომლებიც არ საჭიროებენ  ადამიანების მიერ გამოგონებული ინსტრუმენტების გამოყენებას. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ფრინველებზე დაკვირვება. მათ ქცევასა და პოპულაციების რაოდენობის ცვლას შეუძლია საკმაოდ [...]

ფრინველები როგორც გარემოს ჯანმრთელობის ინდიკატორები 2018-01-30T21:01:19+00:00

საბუკოს ყოველწლიური ანგარიში

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ  საბუკოს  2017 წლის ანგარიში. შეიტყვეთ მეტი ჩვენი საქმიანობის, აქტივობებისა და სამომავლო პროექტების შესახებ.   საბუკოს წლიური რეპორტი _ 2017 წელი    

საბუკოს ყოველწლიური ანგარიში 2018-01-16T18:31:52+00:00

“დაჩაგრული სანიტრები” ანუ ამბავი ლეშიჭამიებისა

ლეშიჭამიები დიდი ზომის, ხორცისმჭამელი ფრინველები არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი იკვებებიან გარემოში სხვა მტაცებლის მიერ დატოვებული ნანადირევის ნარჩენებით. ეს კი ეკოსისტემაში მათ  სანიტრის ფუნქციას აკისრებს. ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფრინველთა ჯგუფია, რომლებიც გვხვდებიან ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიკისა, ავსტალიისა და მათი მიმდებარე კუნძულებისა. დამატებითი ინფორმაციისათვის გადმოტვირთეთ საინფორმაციო ბუკლეტი - ამბავი ლეშიჭამიებისა     [...]

“დაჩაგრული სანიტრები” ანუ ამბავი ლეშიჭამიებისა 2018-01-13T19:27:38+00:00

როგორ კვდებიან ფრინველები დენის დარტმით

ელექტროგადამცემი ხაზები, მსოფლიო მასშტაბით მრავალი სახეობის ფრინველისათვის  ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით მტაცებელი ფრინველებისათვის, რადგან სწორედ ამ ჯგუფში ფიქსირდება ყველაზე მაღალი მოწყვლადობის მაჩვენებელი. ყოველწლიურად მილიონზე მეტი ფრინველი იღუპება ელექტოგადამცემ ხაზებთან შეჯახებითა და ელექტოანძებზე დენის დარტყმის შედეგად დენის დარტყმა - ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც ფრინველი უშუალოდ ეხება დადებითად (+) და უარყოფითად (-) დამუხტულ  ორ სადენს რაც [...]

როგორ კვდებიან ფრინველები დენის დარტმით 2018-01-08T19:10:18+00:00

საით მიფრინავენ არწივები

რატომ და როგორ მიფრინავენ ფრინველები თბილ ქვეყნებში? ფრინველებთა მიგრაცია ნამდვილად ბუნებრივი საოცრებაა. ეს მათი სეზონური მოძრაობაა, რა დროსაც ისინი ფარავენ ასობით და ათასობით კილომეტრს იმისთვის, რომ იპოვონ საუკეთესო გარემო საკვების მოსაპოვებლად, გამრავლებისათვის და საკუთარი ბარტყების იდეალურ გარემოში გაზრდისათვის. ხოლო მაშინ, როდესაც საბუდარ ტერიტორიებზე ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, მოდის დრო, რომ გადაინაცვლონ იქ, სადაც საცხოვრებელი პირობები უკეთესია. [...]

საით მიფრინავენ არწივები 2017-12-25T19:29:18+00:00

გამოვკვებოთ თუ არა ფრინველები ზამთარში

ზამთარში ხელოვნური საკვებურებით ფრინველების გამოკვება არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა ადამიანებისთვის ამ არაჩვეულებრივ არსებებთან დასაახლოვებლად და ასევე მათ დასახმარებლად. მაგრამ რეალურად რას ნიშნავს ეს ქმედება კონსერვაციისათვის? მართლა ეხმარება ეს ფრინველებს თუ პირიქით, აზარალებს მათ? ამერიკის მაცხოვრებელთა 40%-ზე მეტი, ზამთარში ხელოვნური საკვებურებით კვებავს ფრინველებს და ბრიტანეთში ეს მაჩვენებლი 75%-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველთა გამოკვება ამდენად [...]

გამოვკვებოთ თუ არა ფრინველები ზამთარში 2017-12-23T00:08:59+00:00