ბატკანძერი (წვერებიანი სვავი, ყაჯირი ან კრავიჭამია )

ბატკანძერი (წვერებიანი სვავი, ყაჯირი ან კრავიჭამია ) / Gypaetus barbatus / bearded vulture (lammergeier)

ბატკანძერი (Gypaetus barbatus) ერთ-ერთია იმ ოთხ ლეშიჭამია ფრინველთაგან, რომელიც საქართველოშია გავრცელებული, საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, რომლის ფრთაშლილიც 266-282 სმ აღწევს. მისი ძირითადი პოპულაცია ევრაზიის კონტინენტზეა ლოკალიზებული, გარდა ამისა გავრცელებულია აფრიკაშიც. მისი მსოფლიო პოპულაცია საშუალოდ 1,000–10,000 ინდივიდს უდრის, აქედან 580–790 წყვილი ევროპაშია აღრიცხული. ბატკანძერის პოპულაცია საქართველოში დაახლოებით 20–25 მობუდარ წყვილს შეადგენს (BirdLife International 2015).

Iucn red list – Near threatened (NT)- საფრთხესთან ახლოს მყოფი.

საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით – Vulnurable (VU) მოწყვლადი

ადგილსამყოფელი, ანუ ჰაბიტატი 1000-იდან 5000 მ-დე სიმაღლებრივ ზონებშია მოქცეული. მის ძირითად საკვებს, მკვდარი ცხოველების ლეში და მათი ძვლები წარმოადგენს, რომელსაც დიდი ოსტატობით უმკლავდება სიმაღლეზე ატანით და შემდგომ მათი ქვებზე დახეთქებით, ის ამსხვრევს დიდი ზომის ძვლებს და შემდეგ მიირთმევს მას.

ბატკანძერი ბუდისთვის ძირითადად კლდოვან მასივებს ირჩევს, ბუდე წარმოადგენს ტოტების მასიურ გროვას, რომელიც ხშირად ცხოველის ბეწვითა და ხმელი ბალახითაა ამოფენილი. კვერცხისდებას იანვრის პირველ ნახევარში იწყებს და საშუალოდ 1 ან 2  84–მმ ზომის თეთრი შეფერილობის კვერცხს დებს, რომლის ინკუბაცია 55–60 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ინკუბაციაში ორივე მშობელი იღებს მონაწილეობას,  მართვეების ბუდეში ყოფნის პერიოდი დაახლოებით 100–110 დღეა. სქესმწიფობას კი 5–7 წელს ასაკში აღწევენ.

ახალგაზრდა ფრინველისათვის ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობები საკმაოდ რთული გადასატანია, ამიტომ ხშირად ისინი იწყებს სეზონურ გადაადგილებას და დაზამთრებასთან ერთად შედარებით დაბლა ეშვებიან,  სადაც საკვებიც უხვადაა და გადარჩენის ალბათობაც მაღალია.

 

 

2018-02-09T16:03:14+00:00