ფრინველთა ინდიკატორი სახეობები, რომლებმაც გვიხსნეს ეკოლოგიური კატასტროფისგან

წინა სტატიაში ვისაუბრეთ, თუ რაოდენ დიდი დახმარება შეუძლიათ გაგვიწიონ ფრინველებმა ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებაში. მოდით ამჯერად განვიხილოთ მსოფლიოში მომხდარი კონკრეტული მაგალითები.

1950-იან წლებში ევერგლეიდსში (ფლორიდა, აშშ)  დაიწყეს არხებისა და ჯებირების მშენებლობა, რათა შეეცვალათ წყლის მიმართულება. ევერგლეიდსი ჭარბტენიანი ადგილების მოყვარული ფრინველებისთვის საბუდარ ადგილს წარმოადგენდა. ფრინველების პოპულაცია კი დამოკიდებულია მათი მსხვერპლი სახეობების (ამფიბიები, რეპტილიები, თევზები და სხვა) რაოდენობაზე. მშენებლობების დაწყების შემდეგ, მსხვერპლი სახეობების რაოდენობა ძალიან შემცირდა, რამაც გავლენა იქონია მობუდარ ფრინველებზეც. მათი რაოდენობა ევერგლეიდსში ყოველწლიურად მცირდებოდა, რის შემდეგაც მეცნიერები მიხვდნენ, რომ მშენებლობების დაწყების შემდეგ ადგილობრივი ეკოსისტემის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაშიც ფრინველები გვეხმარებიან, არის დაბინძურების დონის განსაზღვრა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ფრინველთა პოპულაციების კლება პესტიციდი „დდტ“-ს გამო, რომელიც საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა რეიჩელ კარსონის ნაშრომის „ჩუმი გაზაფხულის“ გამოსვლის შემდეგ. ფრინველები იყვნენ პირველი არსებები, რომელთა პოპულაციებმაც დაიწყო კლება. „დდტ“-ს ორგანიზმში დაგროვების შემდეგ მდედრები დებდნენ თხელნაჭუჭიან კვერცხებს, რომლებიც ინკუბაციის დროს ტყდებოდა და შესაბამისად ბარტყებსაც ვერ ზრდიდნენ. სწორედ ამიტომ იკლო უამრავი სახეობის პოპულაციამ. მეცნიერებს დიდი წვალება არ დასჭირვებიათ ხალხის დასარწმუნებლად, რომ „დდტ“ მავნებელია ფრინველებისათვის, რადგან ხალხის უმრავლესობა თავადაც ამჩნევდა ფრინველთა მასიურ კლებას.

 

https://www.thebetterindia.com/33373/india-bans-diclofenac-ahead-of-international-vulture-day/

მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ აზიელი ლეშიჭამიები. უეცრად მათი სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა. მეცნიერებს 10 წელიწადი დასჭირდათ, რათა გაეგოთ ამ მოვლენის მიზეზი: წამალი დიკლოფენაკი. ეს პრეპარატი გამოიყენება პირუტყვისათვის, რათა მოურჩინონ ჭრილობები, მაგრამ ტოქსიკურია ლეშიჭამიებისთვის. ფრინველები იკვებებოდნენ  საქონლის ლეშით, რომელიც დიდი რაოდენობით დიკლოფენაკს შეიცავდა, რის შედეგადაც ფრინვლებიც იხოცებოდნენ. ისევე როგორც „დდტ“-ს შემთხვევაში, დიკლოფენაკის გამოყენებაც  აიკრძალა და ამოიღეს ბაზრიდან.

 

 

 

შესაძლოა შეგხვედრიათ პატარა ფრინველი სახელად ღობემძვრალა, რომელიც ხშირად ჩვენს ბაღებში შეიძლება ვნახოთ. ეს მცირე ზომის არსება ძალიან დიდ ინფორმაციას გვაწვდის გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით. დოქტორმა სტივენ ვილისმა და დოქტორმა ფილიპ სტივენსმა გამოიკვლიეს ის სახეობა და დადგინდა, რომ ევროპის ჩრდილოეთი ნაწილის (სადაც ზამთარი უფრო ლმობიერი ხდება) პოპულაციები სულ უფრო იზრდება. კონტინენტის სამხრეთ ნაწილში კი, ტემპერატურის მატებასა და ზაფხულის გაუსაძლისობასთან ერთად ღობემძვრალას პოპულაციები შემცირდა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

2018-02-06T22:22:10+00:00