გამოვკვებოთ თუ არა ფრინველები ზამთარში

ზამთარში ხელოვნური საკვებურებით ფრინველების გამოკვება არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა ადამიანებისთვის ამ არაჩვეულებრივ არსებებთან დასაახლოვებლად და ასევე მათ დასახმარებლად. მაგრამ რეალურად რას ნიშნავს ეს ქმედება კონსერვაციისათვის? მართლა ეხმარება ეს ფრინველებს თუ პირიქით, აზარალებს მათ?

ამერიკის მაცხოვრებელთა 40%-ზე მეტი, ზამთარში ხელოვნური საკვებურებით კვებავს ფრინველებს და ბრიტანეთში ეს მაჩვენებლი 75%-ს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ფრინველთა გამოკვება ამდენად გავრცელებული და პოპულარულია, მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ გამოიკვლიონ ამ ფაქტის რეალური გავლენა ფრინველებზე.

მთელი რიგი კვლევები აჩვენებს, რომ ზამთარში ფრინველთათვის საკვებურების დამზადებას მხოლოდ დადებითი შედეგი მოაქვს მათთვის. ადამიანის მხრიდან ფრინველთა ხელოვნური გამოკვება ზრდის ზამთრის მშვიდობიანად გატარების ალბათობას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ქმედება ცივ დღეებში, რადგან ამ პერიოდში მშიერი ფრინველი კარგავს ენერგიას და მარტივად იღუპება.

http://www.duncraft.com/Twin-Tube-Bird-Feeder

ზამთრის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ფრინველების გადარჩენის ალბათობა, რომელთაც ჰქონდათ ხელოვნურ საკვებურებთან წვდომა იყო გაცილებით მაღალი (69%) ვიდრე იმ ფრინველების, რომელთაც არ ჰქონდათ (37%)

ზოგიერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ უკეთეს პირობებში გამოზამთრებულმა ფრინველებმა გაცილებით უკეთ გამოზარდა ბარტყები გამრავლების პერიოდში. ასევე გაირკვა, რომ ამ მეთოდით გამოკვებილმა ფრინველებმა ადრე დაიწყეს გამრავლება, დადეს უფრო მეტი კვერცხი და წარმატებული ბუდობის მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყო.

განსაკუთრებით დიდი გავლება ჩანს მაშინ, როდესაც ფრინველებს დაკარგული აქვთ შრომისუნარიანობა.  ეს კიდე ძირითადად ხდება მკაცრი ზამთარის პირობებში, ასევე ახალგაზრდა და გამოუცდელი ფრინველების შემთხვევაში ან უბრალოდ მაშინ,  როდესაც ისინი ცხოვრობენ საკვებით მწირ ტერიტორიებზე.

ზოგიერთი კვლევა გვეუბნება, რომ ამ გზით ფრინველთა გამოკვებას შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგებიც მოჰყვეს. სწორედ ამიტომ ბრიტანეთში ჩატარდა კვლევა წიწკანაზე (Cyanistes teneriffae)  რათა დაედგინათ თუ რა შედეგი მოჰყვებოდა  ფრინველის  შემდგომ მის ბუდობაზე. ანუ რამდენად მაღალი იქნებოდა წარმატებული ბუდობის ალბათობა.

ერთ-ერთმა კვლევითმა ჯგუფმა (3,4) აჩვენა, რომ ზამთრის პერიოდში, ხელოვნურად გამოკვებილი ფრინველების ბუდობის წარმატება ნაკლები იყო, მათ დადეს ცოტა კვერცხი და ბარტყების დაფრთიანების პროცენტულობაც დაბალი იყო.  მათ მიერ მოხდა დამატებით იგივე სახეობის ფრინველისა და ასევე სხვა სახეობის, დიდი წივწივას (Parus major)  შესწავლა. შედეგი ისევ იგივე იყო, ორივე ფრინველის შემთხვევაში კვერცხები რაოდენობა ნაკლები იყო, ხასიათდებოდა დაბალი ჩეკადობით და დაფრთიანებული ბარტების გადარჩენის ალბათობაც შედარბით დაბალი იყო.

თუმცა ეს არის მხოლოდ ორი კვლევა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა, სხვა ყველა დაკვირვების  შემთხვევაში შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, სავარაუდო დასკვნები დამატებით კვებაზე მყოფი ფრინველების დაბალი რეპროდუქციული წარმატების შესახებ საჭიროებს გარკვეულ განმარტებებს. სამწუხაროდ, აღნიშნული კვლევის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში, ვერ მოხერხდა იმის ახსნა, თუ როგორ მოქმედებს კვების ფაქტორი მათ რეპროდუქციაზე. თუმცა, ავტორები გვთავაზობენ რამდენიმე ჰიპოთეზას

ერთ-ერთ მიზეზად, მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ ხელოვნურად ფრინველთა გამოკვების დროს არ ხდება საკვები ბაზის დაბალანსება, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი იღებდნენ დიდი რაოდენობით ცხიმს, რაც სამომავლოდ ხარისხიანი კვერცხის წარმოქმნას უშლის ხელს.

სხვა შესაძლებლობა ისაა, რომ ფრინველების კვება დაბალი რეპროდუქციული შესაძლებლობის ინდივიდებს ზამთარში გადარჩენის შანსს აძლევს.

გაცილებით მეტი კვლევაა ჩასატარებელი არამარტო იმის დასადგენად თუ რა გავლენას ახდენს ხელოვნური კვება ფრინველთა რეპროდუქციულ წარმატებაზე, არამედ სხვა ფაქტორებეზეც, როგორიცაა დაავადებების გადაცემა, მათი საცხოვრებელი ჰაბიტატების გაფართოება და სხვა, მაგრამ ამ ეტაპზე გამოკვლეული საკითხი გვაძლევს დაახლოებით წარმოდგენას იმაზე თუ რას ვაკეთებთ იმით, როდესაც ფრინველს ხელოვნურად ვაწვდით საკვებს.

 

იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ იმ საკვების ვარგისიანობაში, რომელსაც ფრინველს მივაწვდით უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა იმის თაობაზე თუ რა ტიპის საკვები არის მათთვის საზიანო.

 

 

  • გაფუჭებული საკვები – ხშირად ფრინველთათვის განკუთვნილი მარცვალი შეიძლება ძველი იყოს, რაც მათთვის ძალიან საზიანოა. შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ გამოსაყენებელი მარცვალი სუფთა და  გამომშრალია,  ასევე მარცვალს არ უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამან  შეიძლება ფრინველის მოწამვლა გამოწვიოს.
  • პური – მიუხედავად იმისა, რომ მცირე რაოდენობით პურმა შეიძლება არაფერი ავნოს ფრინველს, როდესაც მას დიდი დოზით ვაძლევთ ეს უკვე საზიანო ხდება ფრინველისათვის მასში შემავალი საფუარის გამო, რომელსაც ფრინველის საჭმლის მომნელებელი სისტემა ნაკლებადაა შეგუებული.
  • პესტიციდები და ჰერბიციდები – მაქსიმალურად თავი უნდა ავარიდოთ ფრინველებისათვის ისეთი საკვების შეთავაზებას, რომელიც მოყვანილია პესტიციდებით, ჰერბიციდებითა და სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებებით.
  • ნახევარფაბრიკატები – კარტოფილის ჩიფსები, ყველის ბურთულები, ბურბუშელა და ყველა მსგავსი საკვები არის ფრინველისათვის საზიანო, რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხასიათდება დაბალი კვებითი ღირებულებით და მაღალი ქიმიური დამუშავებით.

 

 

გამოყენებული კვლევები:

  1. Brittingham, M. C. & Temple, S. A. 1988 Impacts of Supplemental Feeding on Survival Rates of Black-Capped Chickadees. Ecology 69, 581.
  2. Robb, G. N., McDonald, R. A., Chamberlain, D. E. & Bearhop, S. 2008 Food for thought: supplementary feeding as a driver of ecological change in avian populations. Front. Ecol. Environ. 6, 476–484.
  3. Plummer, K. E., Bearhop, S., Leech, D. I., Chamberlain, D. E. & Blount, J. D. 2013 Winter food provisioning reduces future breeding performance in a wild bird. Sci. Rep. 3.
  4. Plummer, K. E., Bearhop, S., Leech, D. I., Chamberlain, D. E. & Blount, J. D. 2013 Fat provisioning in winter impairs egg production during the following spring: a landscape-scale study of blue tits. J. Anim. Ecol.
  5. Robb, G. N., McDonald, R. A., Chamberlain, D. E., Reynolds, S. J., Harrison, T. J. E. & Bearhop, S. 2008 Winter feeding of birds increases productivity in the subsequent breeding season. Biol. Lett. 4, 220–223.
  6. Ruffino, L., Salo, P., Koivisto, E., Banks, P. B. & Korpimäki, E. 2014 Reproductive responses of birds to experimental food supplementation: a meta-analysis. Front. Zool. 11, 80.

 

გაიგე მეტი ამ საკითხზე: https://feederwatch.org/

გაიგე მეტი ამ საკითხზე: https://www.thespruce.com/protect-winter-bird-feeders-386549

 

2017-12-23T00:08:59+00:00