საგანმანათლებლო პროგრამის მენეჯერი

პროექტის აღწერა

ბექობის არწივი (Aquila heliaca)  კლასიფიცირებულია, როგორც გლობალურად მოწყვლადი სახეობა და მისი რაოდენობა მცირდება. აღმოსავლეთ საქართველოსი სტეპები  მნიშვნელოვან საბუდარი და გამოსაზამთრებელ ადგილის წარმოადგ

ენენ სახეობისათვის. მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება ახალი ტერიტორიების ათვისება და შესაბამისად ბექობის არწივისათვის საბუდარი ადგილების შემცირება. აღნიშნული პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბექობის არწივის ქართული პოპულაციის გაზრდა რაც მიღწეულ იქნება  უკვე არსებული საბუდარი ადგილების დაცვით და დამატებით ახალი საბუდარი ადგილების შექმნა, ასევე პროექტი მოიაზრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარებას მათი ცნობიერების გაზრდის მიზნით.  პროექტის ფარგლებში იგეგმება  ფრინველის მთავარი საბუდარი ჰაბიტატის (ჭალის ტყის) აღდგენა.

 

 

 

მოვალეობების აღწერა:

  • ადგილობრივი „ეკო-კლუბების“ შექმნა (რომელიც დაკომპლექტებული იქნება ახალგაზრდა მოხალისეებისაგან / ბუნების მოყვარულებისაგან )
  • საგანმანათლებლო პროგრამებსა და მასალების შემუშავება
  • საკომუნიკაციო მასალების შემუშავება
  • ლექცია სემინარების ორგანიზება
  • საბუკოს პროექტებში მონაწილეობა და მისი განვითარების ხელშეწყობა

 

 

მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიის, ეკოლოგიის ან ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში;
  • გამოცდილება ლექციებისა და ტრენინგების ჩატარებაში;
  • გამოცდილება, მენეჯმენტსა და დაგეგმვაში;
  • სასურველია დაინტერესება ფრინველებისა და ბუნების კონსერვაციის სფეროში;
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერა და საუბარი);
  • სასურველია მართვის მოწმობა;

 

პირობები:

  • ანაზღაურება დამოკიდებული იქნება პიროვნების გამოცდილებაზე;

რატომ საბუკოში?

  • საბუკო – არის საქართველოში Birdlife International-ის პარტნიორია, სწრაფად მზარდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ბუნების კონსერვაციაზე;
  • საბუკო მოტივირებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი საპროექტო წინადადებების განვითარების კუთხით.
  • საბუკო სთავაზობს გამოცდილებას იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებენ საკუთარ კარიერულ წინსვლას;
  • საბუკო მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების დაცვას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ველური ბუნებისათვის.

 

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე natia.javakhishvili.sabuko@gmail.com 2017 წლის 20 დეკემბრამდე, რომელშიც აღწერილი იქნება თქვენი მოტივაცია საბუკოში და შემოთავაზებულ პოზიციაზე მუშაობასთან დაკავშირებით,

მოგვიანებით დავეკონტაქტებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

2017-12-14T20:54:41+00:00