ჰაიდელბერგცემენტის კარიერების მნიშვნელობა მცხეთის რეგიონის ფრინველებისთვის

პროექტის დასაწყისი: 01.03.2015

პროექტის დასასრული: 15.12.2015

     სალხორის კარიერის შემოგარენი ტერიტორია, მდიდარია განსხვავებული ჰაბიტატის ტიპებით, აქ გვხვდება: ჭალის ტყეები, კლდოვანი მასივები, საძოვრები და სტეპური ტერიტორიები. ეს აისახება ამ ტერიტორიაზე ფრინველთა მრავალფეროვნებაშიც, მათ შორის აქ გვხვდება რამოდენიმე გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაც. ტერიტორიის გარკვეული ნაწილი მოხვედრილია ფრინველთათვის მნიშვნელოვან ადგილს შორის (IBA-Important Bird Area). IBA- ს საიტები, ეს არის ტერიტორიები, რომელიც აუცილებელია მსოფლიოში ბინადარ ფრინველთა სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების გადასარჩენად.  არსებული პირობა მიზნად ისახავდა მონაცენთა ნაკლებობის ამსახველ ფაკულტეტსა და ფრინველთა საბაზისო გამოკვლევას, რათა შემუშავებულ და წინასწარ გაწერილ იქნეს გეგმა, შემდგომში დაგეგმილ პროექტებზე. ეს წინადადება ასევე მოიცავს  რიგ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისა და ჰაიდელბერგცემენტის პერსონალის ჩართვას ამ ინფორმაციის შეგროვებისა და მიღებული შედეგების განხილვაში. ამ საქმიანობამ უნდა გამოიწვიოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ნათელი გახადოს ჰაიდელბერგცემენტის როლი, როგორც მწვანე კომპანიის, რომელიც ზრუნავს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე.

2017-12-15T12:47:07+00:00