ბათუმის სამიგრაციო დერეფნის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება ფრინველთა კონსერვაციის საკითხებზე.

    პროექტის მიზანია მტაცებელ ფრინველებზე ნადირობის შემცირება აჭარის სანაპირო ზოლში. ეს ტერიტორია (სამხრეთ-დასავლეთი საქართველო) კლასიფიცირებულია, როგორც ფრინველთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიგრაციო დერეფანი დედამიწაზე. ამ რეგიონში მტაცებელ ფრინველზე ნადირობის შემთხვევები მაინც უხვად არსებობს იმის მიუხედავად, რომ ის ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია. მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად და კანონს აღსრულების ხელშესაწყობად ორგანიზაციებმა „Bird Conservation Georgia” და „Batumi Raptor Count” ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა ჩართეს. მეთოდმა გაამართლა და ეფექტი თვალსაჩინო გახდა იმ ადგილებში, სადაც ის თავდაპირველად გამოიყენეს. 2014-2015 წლებში ორგანიზაციამ „Bird Conservation Georgia” ეს მიდგომა გააფართოვა და გაავრცელა ყველა იმ სოფელში, სადაც ფრინველთა სამიგრაციო გზა გადიოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პროექტის წინადადებები და შეთავაზებები მისულიყო იმ სოფლებში, რომელთა მიდამოებშიც ნადირობის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და ჩამოყალიბდა 10-15 წლის ბავშვების შემადგენლობით ოთხი ეკო-კლუბი.

2017-12-18T13:49:33+00:00