ბათუმის მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ზოლის კონსერვაცია.

ფრინველთა სახეობების, არეალებისა და ვრცელი ეკოსისტემის დეტალური აღწერა, რომლის კონსერვაციასაც (შენახვა–შენარჩუნებას, გამრავლებას ან/და აღდგენას) ისახავს მიზნად პროექტი. ასევე, შესაძლო რისკები პროექტის განხორციელების ფარგლებში. აჭარის რეგიონის შავი ზღვის სანაპიროზე, მდებარეობს გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი დერეფანი. მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადის ამ მონაკვეთს მიგრაციის პერიოდში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მათი გადაფრენა სხვადასხვაგვარია. დღეისათვის ამ რეგიონში შესწავლილია 35 სახეობის მტაცებელი ფრინველი. სამწუხაროდ მიგრაციის პროცესზე დიდ ზეგავლევას ახდენს უკანონო ნადირობა, გამოკლევებმა აჩვენა, რომ ყოველ შემოდგომაზე 7000-9000 ფრინველი ხდება ბრაკონოერობის მსხვერპლი. BRTD პროგრამა გეგმავს, დააკავშიროს არსებული გადამფრენი ფრინველების დაკვირვეის წერტილები, ფრინველების გადაფრენის მარშრუტთან, რომელიც სათავეს იღებს სოფელი სახალვაშოდან, სოფელი შუამთის გავლით და მიემართება მტირალას ნაციონალური პარკისაკენ.

2017-12-12T13:27:23+00:00