ტერიტორიები 2017-12-11T14:09:27+00:00

ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიები საქართველოში

ხშირად, კონკრეტული სახეობის ფრინველის დაცვა არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ გატარებულ ქმედებებზე დამოკიდებული და რამოდენიმე ქვეყნის კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამის გამო 1979 წელს ევროპის გაერთიანებამ მიიღო დირექტივა 79/409/EEC, რომელიც ასევე ცნობილია ფრინველთა დირექტივის სახელით. ფრინველთა დირექტივის მიზანია ფრინველთა იმ სახეობების დაცვა, რომლებიც ბინადრობენ ევროპის გაერთიანების ტერიტორიაზე. დირექტივა განიხილავს ფრინველთა სახეობების შემცირების მრავალ სხვადასხვა მიზეზს და აყალიბებს ქმედებებს მათ შესარბილებლად. ფრინველთა კონსერვაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების დაცვა. სწორედ ამ მიზნით ფრინველთა დირექტივაში შევიდა ვალდებულება შეიქმნას სპეციალური დაცული ტერიტორიები ფრინველთათვის (Special Protection Areas SPA). შექმნის შემდგომ მოხდა სპეციალური დაცული ტერერიტორიების ინტეგრაცია ევროპის გაერთიანების სხვა დირექტივების და სქემების ქვეშ (ნატურა 2000 ქსელი, ემერალდის ქსელი).

http://

 

საქართველოსა და ევროპის გაერთიანებას შორის, 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად საქართველო ვალდებულია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით განახორციელოს შემდეგი ორი დირექტივა:

  • დირექტივა 92/43/EEC მიღებული 21 მაისს 1992 წლის, ბუნებრივი ჰაბიტატების და ველური ფლორისა და ფაუნის კონსერვაცია
  • დირექტივა 79/409/EEC მიღებული 2 აპრილს 1979 წლის, გარეულ ფრინველთა სახეობების კონსერვაცია

ასოცირების შეთანხმების თანახმად საქართველო ვალდებულებას იღებს შექმნას ემერალდის ქსელი (network of Emerald) და ფრინველთათვის სპეციალური დაცული ტერიტორიები (სდტ) (SPA), ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 წლის თავზე.

 

 

 

SPA Overlap IBAs Location Site Name Area (ha) Altitude (m) Central Cordinats
SPA 01 GEO24 Georgia, Kakheti Lagodekhi 23065.349 500 – 3200 41° 53.545’N / 46° 18.332’E
SPA 02 GEO25 Georgia, Kakheti Alazani Valley 33669.652 200 – 250 41° 37.865’N / 46° 10.101’E
SPA 03 GEO11 Georgia, Kakheti Chachuna 27794.209 250 – 500 41° 15.285’N / 45° 50.537’E
SPA 04 GEO11 Georgia, Kakheti Vashlovani 64175.848 100 – 600 41° 10.871’N / 46° 27.936’E
SPA 05 GEO11 Georgia, Kakheti David Garedji 22898.845 600 – 900 41° 31.180’N / 45° 19.845’E
SPA 06 GEO27 Georgia, Kvemo Kartli Jandari 3529.550 250 – 450 41° 25.892’N / 45° 11.297’E
SPA 07 GEO26 Georgia, Kvemo Kartli Lower Mtkvari valley 10942.628 300 – 400 41° 25.648’N / 45° 2.441’E
SPA 08 GEO22-GEO23 Georgia, Khevsureti; Tusheti Khevsureti – Tusheti 119466.862 1400 – 4000 42° 32.809’N / 45° 8.361’E
SPA 09 GEO21 Georgia, Khevi Khevi 95461.070 1300 – 5000 42° 36.283’N / 44° 31.643’E
SPA 10 GEO20 Georgia, Kartli Kvernaki 12978.589 500 – 1000 41° 58.049’N / 44° 20.159’E
SPA 11 GEO13 Georgia, Racha Racha 89933.751 1400 – 3800 42° 44.013’N / 43° 32.051’E
SPA 12 GEO08 Georgia, Samtskhe-Javakheti Meskheti 41221.215 1200 – 2000 41° 26.267’N / 43° 15.726’E
SPA 13 GEO15 Georgia, Imereti; Samtskhe-Javakheti Zekari 29566.725 1300 – 2500 41° 48.219’N / 42° 54.074’E
SPA 14 GEO16 Georgia, Adjara Shavsheti 24809.613 1000 – 3000 41° 30.720’N / 42° 26.652’E
SPA 15 GEO32 Georgia, Adjara Chorokhi Delta 2232.337 0 – 30 41° 35.844’N / 41° 33.922’E
SPA 16 GEO14 Georgia, Adjara Batumi 26599.611 20 – 1000 41° 36.908’N / 41° 42.585’E
SPA 17 GEO04 Georgia, Guria – Samegrelo Kolkheti 29969.902 0 -10 42° 7.436’N / 41° 46.750’E
SPA 18 Georgia, Samegrelo Rioni Delta 2938.840 0 42° 12.256’N/ 41° 36.330’E
SPA 19 Georgia, Samegrelo Churia 3582.129 0 42° 21.019’N / 41° 34.427’E
SPA 20 GEO09 Georgia, Samtskhe-Javakheti Khanchali 1804.618 2000 41° 15.124’N / 43° 32.961’E
SPA 21 GEO17 Georgia, Samtskhe-Javakheti Kartsakhi 3336.949 1800 – 2200 41° 12.857’N / 43° 14.828’E
SPA 22 GEO18 Georgia, Samtskhe-Javakheti Tabatskuri 11057.608 2000 -2300 41° 39.048’N / 43° 38.228’E
SPA 23 GEO30 Georgia samtskhe-Javakheti Bogdasheni 100.641 2000 41° 12.070’N / 43° 41.237’E
SPA 24 GEO31 Georgia, Samtskhe-Javakheti Madatapa 1673.617 2100 41° 10.573’N / 43° 47.160’E

 

პროექტის, “ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიები საქართველოში” (#05.3506.2-030.00) მიზანი იყო:

  1. სპეციალური დაცული ტერიტორიების კანდიდატი ადგილების შერჩევა (პოტენციური ემერალდის ქსელის საიტებად წარსადგენად).
  2. საბაზისო კვლევის ჩატარება ინდივიდუალური სპეციალური დაცული ტერიტორიის კანდიდატი საიტისათვის
  3. ყოველი სპეციალური დაცული ტერიტორიის კანდიდატი საიტისათვის რუკების მომზადება
  4. სპეციალური დაცული ტერიტორიებისათვის მონიტორინგის სქემის შემუშავება

 

  1. სპეციალური დაცული ტერიტორიების სახელმძრვანელოს მომზადება სადაც შევა ზოგადი ინფორმაცია საიტის შესახებ, ტერიტორიაზე გავრცელებული ფრინველთა სახეობების ნუსხა ეროვნული და საერთაშორისო სტატუსით, მონიტორინგის გეგმა, რუკები.
  2. მონიტორინგის მონაცემთა ბაზის შექმნა
  3. დაინტერესებული მხარეების წვრთნა მონიტორინგის მეთოდებში
  4. 3 საპილოტე ტერიტორიაზე მონიტორინგის მეთოდების გამოცდა
  5. განახლებული საქართველოს ფრინველების ჩეკლისტის შემუშავება
  6. საქართველოში ფრინველთათვის სპეციალური დაცული ტერიტორიების ვებ გვერდის შექმნა

ფრინველთა სპეციალური დაცული ტერიტორიის შერჩევა ხორციელდება ორ ეტაპად:

ეტაპი 1.

  • ტერიტორიას, ნებისმიერი სეზონის დროს, რეგულარულად იყენებს იმ ფრინველის სახეობის, საქართველოს პოპულაციის 1% ან მეტი, რომელიც შესულია ფრინველთა დირექტივის #1 დანართში (C2 კრიტერიუმი).
  • ტერიტორიას, ნებისმიერი სეზონის დროს, რეგულარულად იყენებს იმ ფრინველის სახეობის, ბიოგეოგრაფიული პოპულაციის 1% ან მეტი, რომელიც შესული არ არის ფრინველთა დირექტივის #1 დანართში (C3 კრიტერიუმი).
  • ტერიტორია რომელიც წარმოადგენს სამიგრაციო დერეფანს, სადაც 5000 ან მეტი ყარყატი ან/და 5000 ან მეტი მტაცებელი ფრინველი ან/და 3000 ან მეტი წერო გადაიფრენს (C5 კრიტერიუმი).
  • ტერიტორიას ნებისმიერ სეზონზე იყენებს 20000 ან მეტი წყალმცურავი ან/და 20000 ზღვის ფრინველი ან ბუდობს 10000 წყვილი ან მეტი ზღვის ფრინველი (C4 კრიტერიუმი)

 

  • ტერიტორიას იყენებს საქართველოს პოპულაციის 1% ან მეტი იმ ფრინველთა სახეობის რომელიც შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში
  • ტერიტორია არის კონკრეტული სახეობისათვის, რომელიც შესულია ევროპის SPEC 1, 2 ან 3 კატეგორიაში შესული, მაღალი ეროვნული კონსერვაციული მნიშვნელობის. საიტისათვის დაცვა არის მნიშვნელოვანი (B2 კრიტერიუმი).

ეტაპი 2.

  • პოპულაციის ზომა
    ტერიტორიაზე ბინადრობენ სხვა საიტებთან შედარებით დიდი/მნიშვნელოვანი რაოდენობით კონკრეტული სახეობის ფრინველი
  • სახეობის არეალი
    ტერიტორია მოიცავს კონკრეტული სახეობის ფრინველის არეალის დიდ/მნიშვნელოვან ნაწილს
  • გამრავლების წარმატებულობა
    ტერიტორია სადაც კონკრეტული სახეობის ფრინველების გამრავლების წარმატებულობა არის უფრო მაღალი
  • არეალის დაკავებულობის ხანგრძლივობა
    ტერიტორიაზე სახეობის გავრცელება ცნობილია უფრო დიდი ხნის მანძილზე ვიდრე არეალის სხვა საიტებზე.
  • სახეობის მრავალფეროვნება
    ტერიტორიაზე არის რამოდენიმე სხვავდასხვა მნიშვნელოვანი სახეობის (დანართი 1, საქართველოს წითელი ნუსხა, IUCN წითელი ნუსხა) არეალის თანხვედრის ადგილი
  • ბუნებრივი ჰაბიტატები

ტერიტორიაზე წარმოდგენილია ბუნებრივი და ნახევრად ბუნებრივი ჰაბიტატები

  • უამინდობისგან თავშესაფარი
    ტერიტორიას იყენებს კონკრეტული სახეობის ფრინველთა პოპულაციის მნიშვნელოვანი ნაწილი უამინდობისაგან თავშესაფრად

 

 

 

 

ავტორები/Authors:
ნიკა პაპოშვილი/Nika Paposhvili, ლევან ნინუა/Levan Ninua, დავით დეკანოიძე/David Dekanoidze,
თემურ შველიძე/Temur Shvelidze, ზურა ჯანიაშვილი/Zura Janiashvili, ზურა ჯავახიშვილი/Zura Javakhishvili.

პროექტი განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის
“ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)” პროგრამის ფარგლებში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/ Ilia State University – 2016