სახეობები 2017-12-19T19:06:32+00:00

“დაჩაგრული სანიტრები” ანუ ამბავი ლეშიჭამიებისა

ლეშიჭამიები დიდი ზომის, ხორცისმჭამელი ფრინველები არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი იკვებებიან გარემოში სხვა მტაცებლის მიერ დატოვებული ნანადირევის ნარჩენებით. ეს კი ეკოსისტემაში მათ  სანიტრის ფუნქციას აკისრებს. ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფრინველთა ჯგუფია, რომლებიც გვხვდებიან ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიკისა, ავსტალიისა და მათი მიმდებარე კუნძულებისა. დამატებითი ინფორმაციისათვის გადმოტვირთეთ საინფორმაციო ბუკლეტი - ამბავი ლეშიჭამიებისა               References: https://kids.nationalgeographic.com/explore/nature/vultures/ https://www.worldatlas.com/articles/what-is-the-role-of-vultures-in-the-ecosystem-and-wildlife-conservation.html https://a-z-animals.com/animals/vulture/   [...]

By | იანვარი 13th, 2018|Categories: ბლოგი, სახეობები|0 Comments

საით მიფრინავენ არწივები

რატომ და როგორ მიფრინავენ ფრინველები თბილ ქვეყნებში? ფრინველებთა მიგრაცია ნამდვილად ბუნებრივი საოცრებაა. ეს მათი სეზონური მოძრაობაა, რა დროსაც ისინი ფარავენ ასობით და ათასობით კილომეტრს იმისთვის, რომ იპოვონ საუკეთესო გარემო საკვების მოსაპოვებლად, გამრავლებისათვის და საკუთარი ბარტყების იდეალურ გარემოში გაზრდისათვის. ხოლო მაშინ, როდესაც საბუდარ ტერიტორიებზე ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, მოდის დრო, რომ გადაინაცვლონ იქ, სადაც საცხოვრებელი პირობები უკეთესია.  ფრინველთა უმრავლესობა მიგრირებს ჩრდილოეთის საბუდარი ტერიტორიებიდან, სამხრეთის გამოსაზამთრებელი ტერიტორიების მიმართულებით. [...]

By | დეკემბერი 25th, 2017|Categories: ბლოგი, სახეობები|0 Comments

“ისინი ჩამოვიდნენ მთიდან”

დიდი კოჭობა (Carpodacus rubicilla) ბეღურაზე ოდნავ მოზრდილი ფრინველია, რომელიც სულ რაღაც 40-48 გრამს იწონის. ის  გვხვდება აზიის მთიან ნაწილსა და დიდი კავკასიონის მთათა სისტემაში. გავცელებულია შემდეგ ქვეყნებში: აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი, ავღანეთი ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ნეპალი, პაკისტანი, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. სამწუხაროდ აზიის პოპულაცია კავკასიის რეგიონთან შედარებით ნაკლებადაა შესწავლილი. კავკასიის რეგიონში კი საშუალოდ  5,100 - 10,300 წყვილამდეა აღწერილი, რაც 10,100-20,500 ინდივიდს უდრის (BirdLife International 2015). @IUCN [...]

By | დეკემბერი 19th, 2017|Categories: სახეობები|0 Comments