პარტნიორები 2017-12-19T13:37:41+00:00

BirdLife International – კონსერვაციული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების გლობალური სქელი, რომელიც შეგდება 10 მილიონზე მეტი წევრისა და მხარდამჭერისაგან. ორგანიზაცია, მიზნად ისახავს ფრინველების, მათი ჰაბიტატებისა და ბიომრავალფეროვნების გლობალური სახით შენარჩუნებას.

გაიგე მეტი მათ შესახებ: http://www.birdlife.org/

 

ZEISS – მისი ჯგუფი ანვითარებს ნახევრადგამტარი წარმოების აპარატურას: საზომ ტექნოლოგიას, მიკროსკოპებს, სამედიცინო ტექნოლოგიებს, სათვალის ლინზებს, ფოტოაპარატის ლინზებს, ასევე დურბინდებსა და ტელესკოპებს. კომპანია დაარსებულია, კარლ ზეისის მიერ 1846 წელს, გერმანიის აღმოსავლეთით, ქალაქ ჯენში.

“იმისთვის, რომ  ჭეშმარიტად შეიგრძნო ბუნება, ამისთვის შთაგონებაა საჭირო”. ეს არის კონცეფცია, რომელიც 165 წელზე მეტია ასახავს კარლ ზეისსს პროდუქტებსა და მომსახურებას. ისევე როგორც გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ არის  მუდმივად ცვალებადი, კარლ ზეისიც ყოველთვის ცდილობდა, რომ მისი პროდუქტი პროგრესირებადი და დროსთან შეთავსებული ყოფილიყო.

გაიგე მეტი მათ შესახებ: https://www.zeiss.com/corporate/int/home.html

 

Flora & Fauna International – დაარსდა თითქმის 1 საუკუნის წინ. ის იყო მსოფლიოში პირველი საერთაშორისო, ველური ბუნების კონსერვაციაზე მომუშავე ორგანიზაცია. მის მთავარ მისიას, მსოფლიოს მასშტაბით საფრთხეში მყოფი სახეობებისა და ეკოსისტემების დაცვა წარმოადგენს.  წარმოდგენილია 140 პროექტით 40 ქვეყნის მასშტაბით.

გაიგე მეტი მათ შესახებ: http://www.fauna-flora.org/

 

Batumi Raptor Count (BRC) – არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მტაცებელ ფრინველთა კვლევისა და დაცვის საკითხებზე, მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ვიწრო დერეფანში, საქართველოს სამხრეთ–აღმოსავლეთში. ასობით ათასი მტაცებელი და სხვა სახეობის ფრინველი მოგზაურობს ამ არეალში დაზამთრებისა და გამრავლების (ბუდობის) პერიოდში, რაც თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია გადამფრენი მტაცებლებისათვის.

გაიგე მეთი მათ შესახებ: http://www.batumiraptorcount.org/

 

სასკოზპონტი – არწივების ცენტრი

გაიგე მეტი მათ შესახებ: https://www.facebook.com/saskozpont/?fref=ts

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტო – 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, საქართველომ იკისრა ვალდებულება – დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლება – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილისა და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ, ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად გამოყენებას. საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ მიღებული იქნა 1996 წელს.                            საქართველოში პირველი სახელმწიფო გარემოსდაცვითი ორგანო შეიქმნა 1974 წელს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის სახით. მისი საქმიანობა ძირითადად სახელმწიფო კონტროლისა და დარგთაშორისი კოორდინაციის ფუნქციით შემოიფარგლებოდა. 1991 წელს კი შეიქმნა გარემოს დაცვის სამინისტრო.

გაიგე მეტი მათ შესახებ: http://www.moe.gov.ge/ka

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი – საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, 2013 წლის 14 მაისს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში დაარსდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“.

გაიგე მეტი მათ შესახებ: http://www.eiec.gov.ge/Home.aspx