დონორები 2017-12-19T13:34:21+00:00

Conservation Leadership Programme (CLP) – ორგანიზაცია დაარსდა 1985 წელს, საფრთხეში მყოფ სახეობებზე დამატებითი ინფორმაციების მოსაგროვებლად და შემდეგ მათი კონსერვაციისათვის. დროთა განმავლობაში პროგრამა განვითარდა კონსერვაციული საჭიროებების მიხედვით და გახდა ახალგაზრდა კონსერვაციონისტების მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით მიმართულ პროექტებს.

გაიგე მეტი მათ შესახებ: http://www.conservationleadershipprogramme.org/

 

შუა აღმოსავლეთის ორნითოლოგიური საზოგადოება (OSME) – ორგანიზაცია დაარსდა 1978 წლის აპრილში თურქეთის ორნითოლოგიური საზოგადოების მემკვიდრედ, ხოლო 2001 წელს განვითარდა და დაფარა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიც.

მისი მიზანია:

  • შუა აღმოსავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან და კავკასიის რეგიონიდან ფრინველთა მონაცემების შეგროვება და გამოქვეყნება.
  • ფრინველთა დაცვა და კონსერვაცია ზემოთ მოცემულ რეგიონებში.
  • გარემოსდაცვითი და კონსერვაციული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების დახმარება და ხელშეწყობა.
  • რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი სამიგრაციო მარშრუტების დაცვა.
გაიგე მეტი მათ შესახებ: https://www.osme.org/

 

განათლების და კულტურის შემსწავლელი პროგრამა (ERASMUS) – პროგრამა მიზნად ისახავდა ადამიანების განათლების სფეროში ჩართვას მათი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ასევე განათლების სისტემის განვითარებას მთელი ევროპის მასშტაბით. დაახლოებით 7 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, 2007-2013 წლებში მათ მიერ დაფინანსდა მრავალი გაცვლითი პროგრამა, სასწავლო ვიზიტი თუ ქსელური აქტივობები.

გაიგე მეტი მათ შესახებ: http://ec.europa.eu/education/

 

რუფორდის ფონდი – ეს არის ბრიტანეთში რეგისტრირებული საქველმოქმედო ფონდი, რომელიც აფინანსებს გარემოსდაცვით და კონსერვაციულ პროექტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დღეისთვის ფონდს 156 ქვეყნის 4000-ამდე პროექტი აქვს დაფინანსებული

გაიგე მეტი მათ შესახებ:  https://www.rufford.org/rsg/

 

ოლტ დისნეის საერთაშორისო კონსერვაციული ფონდი – უოლტ დისნეის კომპანია, თავის შვილობილ კომპანიებთან და პარტნიორებთან ერთად, არის წამყვანი გასართობი და მედია საწარმო მსოფლიო მასშტაბით.

დისნეის კონსერვაციის ფონდი (DCF) გასცემს გრანტებს ველური ბუნების შესწავლისათვის, ჰაბიტატების დაცვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისათვის.

გაიგე მეტი მათ შესახებ: https://thewaltdisneycompany.com/about/