ძველი პროექტები 2018-01-13T19:28:44+00:00
7:55 PM7:55 PM

ბათუმის სამიგრაციო დერეფნის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება ფრინველთა კონსერვაციის საკითხებზე.

By | დეკემბერი 12th, 2017|Categories: განხორციელებული პროექტები|0 Comments

    პროექტის მიზანია მტაცებელ ფრინველებზე ნადირობის შემცირება აჭარის სანაპირო ზოლში. ეს ტერიტორია (სამხრეთ-დასავლეთი საქართველო) კლასიფიცირებულია, როგორც ფრინველთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიგრაციო დერეფანი დედამიწაზე. ამ რეგიონში მტაცებელ ფრინველზე ნადირობის შემთხვევები მაინც უხვად არსებობს იმის მიუხედავად, რომ ის ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია. მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად და კანონს აღსრულების ხელშესაწყობად ორგანიზაციებმა „Bird Conservation Georgia” და „Batumi Raptor Count” [...]

1:27 PM1:27 PM

ბათუმის მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ზოლის კონსერვაცია.

By | დეკემბერი 12th, 2017|Categories: განხორციელებული პროექტები|0 Comments

ფრინველთა სახეობების, არეალებისა და ვრცელი ეკოსისტემის დეტალური აღწერა, რომლის კონსერვაციასაც (შენახვა–შენარჩუნებას, გამრავლებას ან/და აღდგენას) ისახავს მიზნად პროექტი. ასევე, შესაძლო რისკები პროექტის განხორციელების ფარგლებში. აჭარის რეგიონის შავი ზღვის სანაპიროზე, მდებარეობს გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი დერეფანი. მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადის ამ მონაკვეთს მიგრაციის პერიოდში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მათი გადაფრენა სხვადასხვაგვარია. დღეისათვის ამ [...]

1:20 PM1:20 PM

ჰაიდელბერგცემენტის კარიერების მნიშვნელობა მცხეთის რეგიონის ფრინველებისთვის

By | დეკემბერი 12th, 2017|Categories: განხორციელებული პროექტები|0 Comments

პროექტის დასაწყისი: 01.03.2015 პროექტის დასასრული: 15.12.2015      სალხორის კარიერის შემოგარენი ტერიტორია, მდიდარია განსხვავებული ჰაბიტატის ტიპებით, აქ გვხვდება: ჭალის ტყეები, კლდოვანი მასივები, საძოვრები და სტეპური ტერიტორიები. ეს აისახება ამ ტერიტორიაზე ფრინველთა მრავალფეროვნებაშიც, მათ შორის აქ გვხვდება რამოდენიმე გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაც. ტერიტორიის გარკვეული ნაწილი მოხვედრილია ფრინველთათვის მნიშვნელოვან ადგილს შორის (IBA-Important Bird Area). IBA- [...]

1:18 PM1:18 PM

კონსერვაციული საჭიროებების შეფასება ბექობის არწივზე, საქართველოში (CLP – Conservation Leadership Programe)

By | დეკემბერი 12th, 2017|Categories: განხორციელებული პროექტები|0 Comments

     როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული წითელი ნუსხის მიხედვით, ბექობის არწივი კლასიფიცირებულია, როგორც მოწყვლადი სახეობა. საქართველოს აღმოსავლეთ მხარე სახეობისათვის საკვებით მდიდარ, მაგრამ საბუდარი ადგილებით მწირ ტერიტორიას წარმოადგენს. პროექტი მიზნად ისახავდა ბექობის არწივის საბუდარი ტერიტორიების გაზრდას, რაც ელექტროანძებზე პლანფორმებისა და ხელოვნური ბუდეების დამონტაჟების ხარჯზე უნდა მომხდარიყო.  

1:13 PM1:13 PM

მტაცებელი ფრინველების კონსერვაცია, აჭარის სამიგრაციო დერეფანში. (CLP – Conservation Leadership Programe)

By | დეკემბერი 12th, 2017|Categories: განხორციელებული პროექტები|0 Comments

    პროექტის დაწყების თარიღი 01.06.2016 პროექტის დასრულების თარიღი 01.12.2016   აჭარის რეგიონის სამიგრაციო დერეფანში ყოველწლიურად 35 სახეობის, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი ფიქსირდება. სამწუხაროდ ფრინველთა ასეთი მასშაბური მიგრაცია ბევრ ბრაკონიერს იზიდავს. ყოველი გაზაფხულისა და შემოდგომის მიგრაციის განმავლობაში ამ ადგილებში 12000-ზე მეტი ფრინველი კვდება ბრაკონიერების მიერ. მტაცებელ ფრინველეზე ნადირობის ტრადიცია, რომელიც საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის [...]